Gazzetta Dello Sport:

Gazzetta Dello Sport: "კვარაცხელია "ნაპოლის" ეხმარება იმის მოგებაში, რასთანაც ინსინიე მხოლოდ ახლოს მიდიოდა"

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ იმ ტიტულის მოგებაში ეხმარება, რასთანაც ლორენცო ინსინიე მხოლოდ ახლოს მიდიოდა, თუმცა მისი მოგება ერთხელაც ვერ მოახერხა.

„მიზანი, რომელიც კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ დაუსახა, კიდევ უფრო ამბიციურია და ის არის, რასთანაც ლორენცინო წლების განმავლობაში სამწუხაროდ მხოლოდ ახლოს მიდიოდა და ქართველი ფეხბურთელი კლუბს ეხმარება სკუდეტოს მოგებაში”, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და უახლოეს მატჩს 5 თებერვალს, სტუმრად „სპეციასთან“ გამართავს.