„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი თავდამსხმელი 17 წლის შემდეგ გაამართლეს

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი თავდამსხმელი 17 წლის შემდეგ გაამართლეს

La Repubblica-ს ცნობით, „იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ ყოფილი თავდამსხმელი, მიკელე პადოვანო, რომელიც ნარკოვაჭრობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, გაამართლეს.

56 წლის ყოფილი ფეხბურთელი ჰაშიშით ვაჭრობაში დაადანაშულეს და 2006 წელს დააკავეს. პროკურატურას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა სურდა, თუმცა შემდეგ ვადა 6 წლამდე და 8 თვემდე შეუმცირდა. შარშან პადოვანომ საკასაციო სასამართლოში გაიმარჯვა, ახლა კი მეორე სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.

„თექვსმეტი წლის წინათ ჩემს ცხოვრებაში შუქი ჩაქრა. დღეს სიბნელე გაიფანტა, თითქმის დავბრმავდი, მაგრამ გული ისევ გამითბა და ცრემლები წამომივიდა. მადლობას ვუხდი მართლმსაჯულებას, ადვოკატებს ჯაკომო ფრანჩინის და მიქელე გალასოს, მეუღლეს, შვილს და ყველას, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი“, - განაცხადა პადოვანომ.

„არასდროს შეგვპარვია ეჭვი ჩვენი კლიენტის უდანაშაულობაში. მოხარული ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საფუძვლიანმა განხილვამ საბოლოოდ დაუბრუნა პადოვანოს ღირსება და სიცოცხლე“, - განაცხადეს გალასომ და ფრანჩინიმ.