ევროპაში სატრასფერო ფანჯარა დასრულდა, ეს კი იმ მნიშვნელოვანი ტრანსფერების სიაა, რომელიც ბოლო 24 საათში განხორციელდა:
„ჩელსიმ“ საწადელს მიაღწია და ენცო ფერნანდესის ტრანსფერს სულ ცოტა ხანში გააოფიციალურებს. ეს პრემიერლიგისთვის სარეკორდო ტრანსფერი იქნება, რადგან ლონდონელები მასში 121 მილიონს გადაიხდიან.
„ატლეტიკომ“ „ტოტენჰემიდან“ მარჯვენა მცველი, მეტ დოჰერტი დაიმატა. „როხიბლანკომ“ კიერან ტრიპიერით დაწყებული ტრადიცია გააგრძელა და კიდევ ერთი ბრიტანელით გაძლიერდა.
ექტორ ბელერინის „ბარსელონაში“ ტრანსფერი რაოდენ უცნაურიც იყო, ასევე უცნაურად დატოვა მან გუნდი. 27 წლის მცველი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს.
ლისაბონის „სპორტინგს“ კი მარჯვენა მცველის დამატება იმიტომ დასჭირდა, რომ პედრო პორო „ტოტენჰემში“ წავიდა. ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ლონდონელებს ჯერ არენდით დაიმატა, ზაფხულში კი მასში 39 მილიონს გადაიხდის.
„რომაელებს“ დაცვის ხაზის უკმაყოფილება „ლიდსიდან“ წასულმა დიეგო ლორენტემ უნდა შეუვსოს. 29 წლის მცველი ასევე იჯარით წავა იტალიაში.
კეილორ ნავასი „ნოტინგემ ფორესტში“ ითამაშებს. ინგლისელებს მისი დამატება დინ ჰენდერსონის ტრავმის გამო დასჭირდათ. ის „ნოტინგემში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და გუნდს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
პრემიერლიგაში ითამაშებს კიდევ ერთი უკრაინელი. 20 წლის ილია ზაბარნი კარიერას „ბორნმუთში“ გააგრძელებს.
რაც შეეხება ჩაშლილ ტრანსფერებს, ჰაკიმ ზიეში ძალიან ახლოს იყო „პსჟ“-ში გადასვლასთან, თუმცა მისი კონტრაქტის დეტალები რამდენჯერმე არასწორად იქნა გაგზავნილი საფრანგეთში. მეორე ამბავი კი ის იყო, რომ გერმანიაში ჩასული ისკო, რომელსაც კონტრაქტი „იუნიონ ბერლინთან“ უნდა გაეფორმებინა, უკან გამობრუნდა, თუმცა მიზეზი უცნობია.
„ბარსელონა“ მარჯვენა მცველის ძიებას კვლავ განაგრძობს. ამჯერად მათი არჩევანი ხულიან არაუხოზე შეჩერდა. 21 წლის მექსიკელი „ლოს ანჯელეს გელექსის“ ღირსებას იცავს, თუმცა ტრანსფერი იმის გამო არ შედგა, რომ კატალონიურ კლუბს რამდენიმე წუთით დააგვიანდა.