გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზოს „ვალენსიადან“ გათავისუფლებას გამოეხმაურა. ქართველმა მეკარემ იტალიელ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები მისტერ! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ“, - დაწერა სოციალურ ქსელში მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო „ვალენსიას“ ზაფხულიდან ავარჯიშებდა და მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.