სერხიო რამოსი, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდეს

სერხიო რამოსი, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდეს

პსჟ-ის ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში ან აშშ-ში გააგრძელოს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

36 წლის ესპანელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და მისი მომავალი მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების შემდეგ გადაწყდება (14 თებერვალი, 8 მარტი).

თუ რამოსი წავა, ის შესაძლოა, საუდურ „ალ-ნასრში,“ გადავიდეს, სადაც მადრიდის „რეალში“ მისი ყოფილი პარტნიორი, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. ასევე სერხიოს სახელს ამერიკული MLS-ის ერთ-ერთ კლუბს უკავშირებენ.

რამოსმა ამ სეზონში პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა. ესპანელის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემაა.