ტურიზმი საქართველოში ელვის სისწრაფით ახერხებს აღდგენას. იზრდება ვიზიტორთა რაოდენობაც, მათგან წამოსული მოთხოვნაც და შესაბამისად, მომსახურების ფასებიც. თუმცა, სამწუხაროდ, იმატა პრობლემებმაც, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ სფეროს გარკვეული ნაწილი „ჩრდილში გადავიდა“.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის დეკემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, 5.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.
„2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა.
2022 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 275 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ნოემბერში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 456 ლარი შეადგინა.
თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, კახეთში - 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 458, ხოლო აჭარაში - 429 ლარი“, - აღნიშნულია კვლევაში.
ეს ყველაფერი ტურიზმის უპირობო აღდგენასა და მოთხოვნის ზრდაზე მეტყველებს, მაგრამ პარალელურად ნახტომისებურმა წინსვლამ პრობლემებიც მოამრავლა. მათ შორის ბაზარზე უცხოელების გააქტიურებამ, რომლებიც ტურისტულ ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ. როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ბიზნესი ჩრდილოვანია.
ტურისტული კომპანია BB Travel-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ტურისტულ ბაზარზე უცხოელები განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მომრავლდნენ.
„უმეტესობა არიან ე.წ. ფრილანსერები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ახორციელებენ ტურებს, უმეტესობა შეიძლება დარეგისტრირებული არ იყოს მცირე, ინდივიდუალურ მეწარმედაც კი. განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი კომპანია გადმობაზირდა საქართველოში და აქედან დაიწყო ოპერირება. ტურიზმი ისეთი სფეროა, რომ შეგიძლია დისტანციურად დაგეგმო და გაყიდო ტური მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ტურიზმში, ისინი უნდა იყვნენ დარეგისტრირებული იურიდიულ ან ინდივიდუალურ მეწარმედ.
პრობლემა იმდენად გამძაფრდა, რომ ამ ადამიანებმა დაიწყეს არამარტო მომსახურება თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის, არამედ მათ ასევე დაიწყეს გამყვანი ტურების კეთება. აქ ძირითადად საუბარია რუსებზე.
ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ეს პრობლემა რეალურად დგას. ტურიზმის კანონი ამას მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოში მოაქცევს, მაგრამ თვისობრივად ვთვლი, რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება ასე მარტივად“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.
რაც შეეხება „ტურიზმის შესახებ“ ახალ კანონპროექტს, დოკუმენტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო იქნება. რეგისტრაციის ვალდებულება შეეხება როგორც ტუროპერატორებს, ისე ტურაგენტებს, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების მონაწილეებს, განთავსების, დროის განაწილების, ტურისტული გიდის და მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელ სუბიექტებს. კანონპროექტის არსებული ვერსია ბაზარზე უცხოელებისთვის ტურისტული საქმიანობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
ტურიზმის სექტორში უცხოელების გამოჩენა პრობლემას უქმნის სარესტორნო სერვისის მიმწოდებლებსაც. როგორც „ღვინის ეზო N1“-ის დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი „ბიზნეს მედიასთან“ ამბობს, ტურისტული სერვისი სრულად ჩაგდებული აქვთ ხელში უცხოელებს და ბაზარზე ქართველების ადგილი აღარ რჩება.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მყავდეს სერიოზული პარტნიორი, ქართველი შუამავალი, მათ შორის რომელთანაც ყველაფერი მექნება გაწერილი, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩემს ობიექტს ეწვევა სტუმარი. საერთოდ ხელში აქვთ ჩაგდებული უცხოელებს ეს მომსახურება, თვითონ გეგმავენ ტურებს. აქ არ არიან მხოლოდ რუსები, ესენი არიან არაბები, პოლონელები. გაუგებარია, ვინ ატარებს ტურს, რა კომპანიაა, არ იხდიან გადასახადებს, ხარისხი არ აინტერესებთ...
ეს პრობლემა არ არის ახალი. სრულიად დაიპყრეს ბაზარი უცხოურმა კომპანიებმა, მე ვფიქრობ, ქართველების ადგილი აღარ დარჩება ამ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც შევცვალოთ და კანონმა დაარეგულიროს ეს საკითხი“, - აცხადებს „ბიემთან“ თიკა დუღაშვილი.
აფსუსსსსსსს.......
ვინ ოხრები იზომებენ საქართველოს....... შარვალკოსტუმივით .????..
არადა ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო სარფიანად გაყიდის საქართველოს
მერე იმ ფულით რა დედიმისისას იყიდიან??
ან თუ გონიათ რომ ეს გამყიდველები იმ ფულით საზღვარგარეთ ვინმეს დასჭირდებიან??
ყველას მიაკითხავს მიქელა და ყველას ტრაკიდან ამოაძრობს ამ ჩათლახ სულს ....
რამხელა მცნებააა......... მამული ............სამშობლო და .............................ამათთვის ამ ყველაფერს პეტრუშკის ფასიც არ აქვს(საქციელზე ემჩნევათ)....ნაცებმა
დაიწყეს და ამათ გაააგრძელეს---იმათ შკოლა გავლილები არიან
კი მაგრამ ამ უცხოელებს ასე რატო აგულავებენ??.....თანაც ქართველების ხარჯზე??? სხვებმა რომ ტაში დაგვიკრააან??