დანი ალვეშის მეუღლემ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა

დანი ალვეშის მეუღლემ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში უკვე ერთი კვირაა სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის პატიმრობაში იმყოფება და როგორც ჩანს, მას მეუღლეც განუდგა, რომელიც აქამდე ყოველთვის საჯარო კომენტარებით მას იცავდა.

ჟოანა სანსმა ინსტაგრამის საკუთარი გვერდიდან დანი ალვეშთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა. მან გვერდზე მხოლოდ ის ფოტოები დატოვა, რომლებიც სარეკლამო კომპანიებთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს 12-წლიანი პატიმრობა 23 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ემუქრება.