შსს-მ ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამართალდამცვალებმა ქუთაისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულნი არიან 1948 წელს დაბადებული აკაკი ნ. და 1989 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. მათ ზურგის არეში დანით დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც სამართალდამცველებმა შეამჩნიეს სამი პიროვნება, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მათ აღნიშნულ პირებს წარუდგინეს თავი, უთხრეს, რომ არიან შსს–ს თანამშრომლები და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. დამრღვევი პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველების მისამართით დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს მათ დანით დაჭრეს შსს–ს თანამშრომელი. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.(სსსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით)