ჯენარო გატუზო:

ჯენარო გატუზო: "თამაშის გვეშინია და ფსკერზე დავეშვით"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ბილბაოსთან“ ესპანეთის თასზე მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი შეშინებული თამაშობს და უკვე ფსკერზე დაეშვა.

„ბუნებრივია, რომ გულშემატკივარი გაბრაზებულია. ბოდიშს ვუხდი 45 000 ადამიანს, რომელიც სტადიონზე მოვიდა. როცა ასე ვთამაშობთ, ბოდიში უნდა მოვიხადო, როცა თასის მატჩს ასე ვთამაშობთ, პირველი პასუხისმგებელი მე ვარ. გუნდი წარმოუდგენლად შეშინებულია და ეს ძალიან რთულია. ძნელია ამ თამაშზე საუბარი, რადგან უნდა გავაანალიზოთ რა ხდება. მთელ გუნდს უნდა ვესაუბრო, მოვუსმინო მათ, გავიგო, რატომ გვეშინია და დიდი ხანია გვეშინია. დღევანდელი თამაშით, რა თქმა უნდა, ფსკერზე დავეშვით.

ჩემი მომავალი? პრიორიტეტი რინო გატუზო არაა, არ ვფიქრობ გამიშვებენ თუ არა, მთავარი მე არ ვარ, არამედ კლუბი და მისი ისტორია”, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ „ბილბაოსთან“ მარცხით (1:3) ესპანეთის თასს მეოთხედფინალში გამოეთიშა, ლა ლიგაში კი გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.