„ერთი უბედურებაა, თუკი მათ რეალურად ჰგონიათ, რომ საქართველოს დეოკუპაციას მოახდენენ და მეორე უბედურებაა, თუ მათ იციან, რა აბსურდსაც სთავაზობენ საზოგადოებას და მაინც ამას ლაპარაკობენ“

„ერთი უბედურებაა, თუკი მათ რეალურად ჰგონიათ, რომ საქართველოს დეოკუპაციას მოახდენენ და მეორე უბედურებაა, თუ მათ იციან, რა აბსურდსაც სთავაზობენ საზოგადოებას და მაინც ამას ლაპარაკობენ“

ახალი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა „იწყება“, ოღონდ არა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დონის პოლიტიკოსებით, არამედ ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის და ზურაბ გირჩის თაოსნობით.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ნაციონალები“ და ყოფილი „ნაციონალები“ ცდილობენ, სიტყვა „ეროვნულს“ შეეფარონ. ჯერ კიდევ 2015 წელს „ნაციონალები“ ირაკლი წერეთელს დაუახლოვდნენ, რომელიც საქართველოს თავისუფლების სიმბოლოდ მოიხსენიეს და ამ ქათინაურით ისე აამეს ირაკლი წერეთელს, რომ წერეთელმა შიმშილობაც წამოიწყო დაპატიმრებული „ნაცების“ გამოსაშვებად, „ქართული ოცნების“ მთავრობის შესაცვლელად, 1921 წლის კონსტიტუციის აღსადგენად, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შესაწყვეტად, საქართველოში ამერიკის ჯარების შემოსასვლელად. დაბოლოს, ყველაფერი დააგვირგვინა ირაკლი წერეთლის მაშინდელმა ნათქვამმა, ეროვნული მოძრაობა და „ნაციონალები“ უნდა გაერთიანდნენ და თბილისში ტრიუმფით შემოვიდნენ.

დღევანდელი „ეროვნულები“ 24 თებერვალს, ანუ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის დღეს შეიკრიბებიან და პროტესტს გამოხატავენ.

„თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერ აკია ბარბაქაძის თქმით, დაიწყება ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლებით.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაოცებულია, რატომ ჰგონია ამ სამეულს, რომ ხალხს ამნეზია სჭირს და დაავიწყდათ მათი წარსული?! სანდრო ბრეგაძე მოსკოვის ფსბ-ს სკოლაში აღზრდას უხსენებს ელენე ხოშტარიას, აკია ბარბაქაძეს კი კიტოვანის მოადგილეობას შეახსენებს და დასძენს, რომ ამ ადამიანებმა გრუ-ს ბრძანებით დევი ჭანკოტაძესთან ერთად ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის 22 დეკემბერს.

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილიც ინტერესდება, მერამდენე ახალი ეროვნული მოძრაობა გამოაცხადეს უკვე ამ ადამიანებმა?!

ახალ ეროვნულ მოძრაობაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გარდა იქნებიან მხატვარი გია ბუღაძე, ექიმი ვაჟი გაფრინდაშვილი, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ადამიანების მიერ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წამოწყება აბსურდი და არარეალურია. მეტიც, ეს არის მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ერთი უბედურებაა, თუკი მათ რეალურად ჰგონიათ, რომ ამით საქართველოს დეოკუპაცია მოხდება და მეორე უბედურებაა, თუ მათ იციან, რა აბსურდსაც სთავაზობენ საზოგადოებას და მაინც ამას ლაპარაკობენ.

„ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი და გიორგი ვაშაძე ეროვნული მოძრაობის ლიდერები ვერ გახდებიან, ისინი ამ ტვირთს ვერ აწევენ. ამ ადამიანების შესახებ ბევრი ინფორმაციის ქონა არ არის საჭირო, მათი ქმედებები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის თამაშს არ თამაშობენ და ვიღაცის ინტერესების გამტარებლები არიან, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველი ადამიანები სამშობლოს უნდა გაუფრთხილდნენ და მათი უპირველესი მოვალეობა სამშობლოს კეთილდღეობა უნდა იყოს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები 24 თებერვალს ამთხვევენ ე.წ. ეროვნული მოძრაობის დაწყებას, კიდევ ერთი უბედურებაა, რადგან უკრაინაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ფაქტობრივად, აღარ არის ეს ქვეყანა და აღარ იქნება ისეთი, როგორც იყო. რა უნდათ ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს, რომ საქართველოც ასეთი იყოს?! მით უმეტეს, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და აქვეა რუსული ჯარი. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება, იმდენად ცუდად, რომ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რომ როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს უკრაინა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველო აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთი მხრივ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მეორე მხრივ, საქართველოს თითოეული მოქალაქე არ არის თავისუფალი და საქართველომ ვერ მიაღწია რეალურ თავისუფლებას, პოლიტიკურ და სულიერ თავისუფლებას, ბრძოლა ვერ შეწყდება.

„ეს ბრძოლა გრძელდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოში არსებული ანტიეროვნული ძალების წინააღმდეგ. თავის მხრივ, როდესაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა მიმდინარეობდა საქართველოში 80-90-იან წლებში, ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის დამარცხება, რაც მოხდა კიდეც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად. ეს იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩის ლიდერობას, არ არის აუცილებელი, ზვიად გამსახურდია, დავით აღმაშენებელი და ილია იყო, ფაქტია, დღეს ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში. იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაა, ეს ადამიანები გამოიკვეთნენ. თუკი „ნაცმოძრაობა“ სუსტდება, მაშინ უმჯობესია, ვაშაძემ, ხოშტარიამ და ზურაბ გირჩმა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან სხვა ძალა არ ჩანს. ზოგადად, დაპირისპირება ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს წამყვან პარტიებშიც, თუმცა საქართველოში „ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება გამომზეურდა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის აზრით, თუკი ამ სამეულმა სწორი პოლიტიკა წარმართა, მათ შეუძლიათ თავისკენ მეტი ადამიანი მიიზიდონ. მათ უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რომ არანაირად ოპოზიციის მიზანი არ არის ომში საქართველოს ჩათრევა. ვერც ჩაითრევენ ომში, რადგან მათ არ ექვემდებარება არც შეიარაღებული ძალები და არც პოლიცია. მათ უნდა იბრძოლონ საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის და საამისო პროგრამა უნდა წარადგინონ.

merab ნეხვმა და განავალმა ვინ უნდა მოიზიდოს? ვინც საკვებად ხმარობს! ბუღაძე, ყუბანეიშვილი და ა.შ. ფერი ფერსო...ხოშტარია, ვაშაძე, გირჩი Yლე გასიევი.
თუ არსებობს ამათზე მეტი უნამუსო, მხოლოდ ისევ ნაც პიდარასტებში.
სიტყვა "ნაციონალური' წაბილწეს. ახლა - 'ეროვნულს' მიადგნენ.
1 წლის უკან
რომანი ზუსტად.
1 წლის უკან
leviko ვა რა ელიტააა ხოშტარია არ იყო ღარიბაშვილს სამსახურში არ უშვებდა ცომის გსასწორებელი სამზარეულოს ნივთიტ და ახლაც იქ არის რარიბაშვილი ჩქიმი ცოდვა
1 წლის უკან