„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგ რეალური გლობალური საფრთხის წინაშე დადგა გერმანია“

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგ რეალური გლობალური საფრთხის წინაშე დადგა გერმანია“

რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, გერმანია უკრაინას „Leopard 2“-ის ტანკებს გაუგზავნის. ოფიციალური ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება. გერმანია კიევს 14 საბრძოლო ტანკს გადასცემს, ისევე როგორც საბრძოლო მასალას. გარდა ამისა, გერმანული მხარე უკრაინელ სამხედროებს გერმანიაში გაწვრთნის.

„Leopard 2“-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას ესპანეთიც შეუერთდება, რომელიც საკითხზე სწორედ გერმანიის დადებით გადაწყვეტილებას ელოდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფი შეუერთდება გერმანიის გადაწყვეტილებას, ფინეთი მცირე რაოდენობის „Leopard 2“- ის ტანკებს გადასცემს უკრაინას.

რაც შეეხება „Leopard 2“-ის ტანკებს, რომლის მიწოდებას უკრაინა რადენიმე თვეა ითხოვს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ტანკების წარმოების ისტორიაში. მისი ძირითადი იარაღი, „Rheinmetall Rh-120“ გლუვლულიანი ქვემეხი, ასევე, გამოიყენება ამერიკულ „M1 Abrams“-ში, იაპონურ „Type 90“-ში და სამხრეთ კორეულ „K1A1“ ტანკებში.

„Leopard 2“ არის კლასიკური ტიპის ტანკი, რომელსაც აქვს საბრძოლო განყოფილება ცენტრში, ძრავ-ტრანსმისიის განყოფილება უკანა ნაწილში და მართვის განყოფილება წინა ნაწილში. საბჭოთა ტანკებისგან განსხვავებით (T-64, T-72 და T-80, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან), გერმანულ ტანკში ქვემეხის ხელით გადატენვაა საჭირო და ამისთვის ეკიპაჟის ერთი წევრი არსებობს. ეს არის უახლესი მოდიფიკაციები, აღჭურვილია ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემით, რომელიც ეხმარება მსროლელს რამდენიმე სამიზნის არჩევაში. ტანკები აღჭურვილია მანძილის გაზომვის ლაზერული და სტერეოსკოპიული ხელსაწყოთი, ასევე, ღამის ხედვის მოწყობილობებით.

გერმანიის რამდენიმეთვიანი თავშეკავებულობის მიუხედავად, ბერლინმა გასული წლის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. კიელის ინსტიტუტის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ უკრაინას გერმანიაზე მეტი დახმარება მხოლოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდეს. გერმანიამ თავდაპირველად უარი თქვა ლეტალური იარაღის გრძელვადიან მიწოდებაზე, თუმცა ახლახან გააძლიერა უკრაინაში მძიმე აღჭურვილობის მიწოდება, მათ შორის ჯავშანტექნიკისა და „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

ექსპერტები თვლიან, რომ ოფიციალური ბერლინი შიშობს, რომ გერმანული ტანკების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას კრემლი კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად ჩათვლის. მათივე შეფასებით, ბერლინმა უკრაინას მხარი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმითაც დაუჭირა და ბევრ ევროპულ ქვეყანას მაგალითი მისცა. თუმცა, ახლა როცა ევროპის უსაფრთხოების რუკა ხელახლა მუშავდება, გერმანიამ ზუსტად ახლა უნდა გადაწყვიტოს, რა სახის ხმა სურს ჰქონდეს გლობალურ უსაფრთხოებაზე მიმდინარე საუბარში.

გადაწყვეტილებებმა, რომლებსაც ის მიიღებს მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების განსაზღვრაში. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად ევროპისთვის. რაც შეეხება გერმანიის თავშეკავებულობას, როგორც კაპანაძე ამბობს, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება დამოკიდებულია მოსახლეობაზე. შესაბამისად, გერმანიის მოსახლეობაში არ არის ერთგვაროვანი მხარდაჭერის სურვილი. გარდა ამისა, მუშაობს რუსული ლობიც.

„მოსახლეობას არ უნდა გერმანიის დიდ ომში ჩაბმა. ამის გარდა, არის კიდევ ასეთი ფაქტორი. აქვთ ასეთი შიში, რომ გერმანული ტანკების უკრაინაში შესვლამ არ გამოიწვიოს მეორე ომის ასოციაცია. ალბათ, ერთობაში ამ ფაქტორების გათვალისწინებით იკავებდა თავს გერმანია, რომელმაც 40 ერთეული „მარდერების“ ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა.

რაც შეეხება „ლეოპადრებს“, მას განსხვავებული არაფერი აქვს. უბრალოდ, უფრო ადვილი არის ექსპლუატაციისთვის. ნატოს ქვეყნებში ძირითადად „ლეოპადრები“ ჰყავთ. „ჩელენჯერი“, რომელიც მისცა ბრიტანეთმა მას, აქვს ჭურვების სხვა კალიბრი. შესაბამისად, მისი მომარაგება გართულებული იქნება. იგივე „აბრამსი“, რომელიც მისცა ამერიკამ, ამ ტანკის მომარაგება ხომ არის საჭირო, როგორც ჭურვებით, ასევე დაზიანების შემთხვევაში მისი რემონტი, რაც გაჭირდება. „ლეოპარდის“ შემთხვევაში ეს პრობლემა არ დგას, რადგან მთელს ევროპაში არის მისი ექსპლუატაციის საშუალება. კარგი ტანკია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რაოდენობას, რომ უკრაინელებმა შეძლონ კონტრშეტევის განხორციელება. უკრაინელებს დღემდე მიღებული აქვთ 350 ტანკი. ბევრი მათგანი გამოსულია მწყობრიდან და ბევრიც განადგურებულია, მათი შევსებაც სჭირდებათ და დარტყმითი დაჯგუფების შექმნა. 300 ტანკი დაახლოებით არის ერთი საარმიო კორპუსის ტიპის დანაყოფი, რომელსაც დასჭირდება აღჭურვილობა და ეს უნდა იყოს კონტრდატვირთვის დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც უკრაინამ უნდა შექნნას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მნიშვნელოვანია გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების რაოდენობა, თუმცა „ლეოპადრებთან“ დაკავშირებით აბსოლუტურად ახსნადია გერმანიის თავშეკავებულობა. მისი თქმით, „ლეოპადრის“ ტანკები ეს არის გერმანიის ყველაზე მთავრი და ძირითადი საბრძოლო ტანკები, რომლის გადაცემამ შეიძლება გერმანიის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა მთლიანად მოშალოს.

„ბუნებრივია, გერმანია, პირველ რიგში, ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე. გერმანის მთავრობა წლების განმავლობაში არ ზრუნავდა საკუთარ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. შეგახსენებთ, რომ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი ჯერ იყო 0,9% და მერე გაიზარდა სამი მეათედი პროცენტით. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ნატოს წევრ სახელმწიფოების შემადგენლობაში.

გერმანიას თავდაცვის პოლიტიკა ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებად მიაჩნდა, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგ, რეალური გლობალური საფრთხის წინაშე დადგა გერმანია. აღმოჩნდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში და ახლა დაიწყო ამ პროცესებზე ზრუნვა, მაგრამ მატარებელი წავიდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, გერმანია უძლიერესი ეკონომიკური და გეოეკონომიკური ტიპის ქვეყანაა, რომელსაც თავისი გეოეკონომიკური ძლიერი სტატუსი გააჩნია, მაგრამ ძლიერი ეკონომიკა არ ნიშნავს, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ძლიერი თავდაცვა თუ მასზე არ ზრუნავს.

„თავისთავად ცხადია, გერმანელებს დაუდგათ დილემა. ისინი ეხმარებიან უკრაინელებს, გადასცეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც საკამოდ ეფექტური სისტემაა, გადასცეს ოპერატიულ-ტაქტიკური საზენიტო კომპლექსის „გეპარდის“ სისტემები. მაგრამ მეორეა, როდესაც საკუთარი კრიტიკული თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გადაცემებზეა საუბარი. მით უმეტეს გერმანია ამ ომისთვის არ ემზადებოდა.

ახლა გერმანია ზრუნავს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. პარადოქსული ფაქტია - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო სამრეწველო კომპექსის წარმომადგენლები მუშაობენ იარაღის ექსპორტის წარმოებაზე, ვიდრე შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს დილემა გერმანიის წინაშე არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ორ ვერსიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთი, რომ გერმანია ვაჭრობაში იყო შესული რუსეთის ფედერაციასთან და მან პრაქტიკულად მიიღო სარგებელი მომავალი ურთიერთობებიდან გამომდინარე და მეორე, რუსეთის სადაზვერვო ინტერესებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, გერმანიის ხელისუფლება დაარწმუნეს იმაში, რომ მისი მოქმედება საფრთხის შემცველია და თუ ის გააკეთებს იმას, რაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი იქნება, შეიძლება ამან დააზიანოს გერმანიის ეროვნული უსაფრთხოება, რომლის ძირითადი დამაორგანიზებელი იქნება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახური.

„ამ ორი ვერსიაზე შეიძლება დღეს ვისაუბროთ. რაც შეეხება თავშეკავებულობას, ნებისმიერი თავშეკავება ეს არის ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულება. იმიტომ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება აუცილებად უნდა უკავშირდებოდეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობას.

დღეს, საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ პოლიტიკური ძალები, თუ ავტორიტეტული პირები უტევენ იმისთვის, რატომ არ ჩაერთო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ უკვე მაგალითს ვხედავთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული საომარ კონფლიქტში, მაგრამ გარკვეულწილად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მეტზე ჩარევა მათ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად.

მე, ვფიქრობ, რომ გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ემყარება მყარ სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მონაცემებს, რომლის მიხედვითაც გამოკვეთილია საფრთხე, თუ ის ამ მოქმედებას ჩაიდენს, ამ შემთხვევაში დაზიანდება გერმანიის უსაფრთხოების სისტემა. ყველა ქვეყანა ფიქრობს საკუთარი ეროვნული უსაფთხოების სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

trampi თაგვმა თხარა თხარაო კატა გამოთხარაო...მოუთარგმნეთ ერთი ეს ინგლისურად ბაიდენს ...
ცოტაცა ...... ცოტაცა და მთელი მსოფლიო დამკშიც გავააააააა.....
რას ვერ ვიგებ იციით?? ეს ამერიკელები მართლა დაცენტრილ--დაქნეულები არიან თუ თავს ძალად იყლევებენ???
მე მგონი მართლა დაქნეულები არიან
მაშ ეს რუსი რომ გაისვრის მაგათ ეჭვი ეპარებააათ?? დიდიან პატარიანად ამ რუსებს ისე უნდათ გასროლა სუ კბილები უკრაჭუნებთ, ესენი კიდევ ტანკებიო, პრიჩინას აძლევენ ....მიდით მიდით..... რაც მოიგოთ სუ ამერიკისა იყოს....
თანაც რუსი ამ ჭი-ჭი--ჭი ქვეყნებს კი არა,...... პირდაპირ მაგათ დაჰკრავს, პირდაპირ მაგათ(და ხურდაში პოლონეთს --- ჯავრი სჭირს მაგათი)
მერე იძახონ რუსს მასკა ჩამოვხადეთო....
მაგათ რომ უსმინოს კაცმა, რუსებს ხან ტყვიები გაუთავდათო, ხან ბომბებიო, ხან ჯარი გავუნადგურეთო, ხან დღეს---ხვალ მოსკოვს ავიღებთო.....მოკლედ მაგათ რო უსმინოს კაცმა, ეგენი საცააა დამკაში გადიან....
ან კი მაგ ქაჯებმა, რუს ტყვიაწამალი რო არ გაუთავდება, ეგ არ იციააან??მთელი რუსეთი სტანოკებთან დადგებიან და ბომბები და ტყვია წამალი მაგათ მაინც არ გამოელევათ.....იტყვიან ერთი ზა როდინუვო და ჰაიდა..... დაიჭით მერე რუსი
---- 50 სახელმწიფო ეომებათ რუსეთს და კიდევ ისევ იმათ ერხევათ. თან პლიუს ამასობაში გერმანიას ბოლომდე სძირავენ -- იძირება
ისე კი გასროლა მართლა კაი რამე იქნება ---ორივეს ოპტომ მოვიშორებთ
ბოლო ბოლო გვეყო ქათმის როლში ყოფნა---- ეხლა თვითონ იომონ
1 წლის უკან
DDDzia "ლეოპარდის"რეკლამაა, როგორც ვხედავ, მაგრამ რატომღაც ყველა ეს უპირატესობა გაქრა 60 წლის წინ გამოშვებული ერპეგე-7 -ის წინაშე, რომლითაც სირიაში ქურთებმა თურქევის ლეოპარდებს ბოლი ადინეს.
1 წლის უკან