„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, „ალ-იტიჰადთან“ საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს პოსტი გამოაქვეყნა. შეხვედრა დღეს, 26 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
„მოუთმენლად ველი დიდ თამაშს! წინ, ბიჭებო!“ - წერს 37 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
ნახევარფინალში მოგების შემთხვევაში, გადამწყვეტ მატჩში რონალდუს გუნდი „ალ-ჰილალ“ – „ალ-ფეიჰას“ წყვილის გამარჯვებულთან ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის დებიუტი „ალ-ნასრში" გასულ კვირას „ალ-იტიფაკთან" საუდის არაბეთის ჩემპიონატის შეხვედრაში შედგა. კრიშტიანუმ 90 წუთი ითამაშა და გუნდს 1-0 გამარჯვებაში დაეხმარა.