ესპანელი გარემარბი, კრისტიან ტელიო, საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს. „ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის ახალი კლუბი „ალ-ფათეჰია.“ 31 წლის შუახაზელმა არაბულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ტელიოს ბოლო კლუბი ამერიკული „ლოს-ანჯელესი“ გახლდათ. „ბარსელონაში“ კი კრისტიანი 2011-დან 2017 წლამდე თამაშობდა. ჯამში მან კატალონიურ კლუბში 86 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ალ-ფათეჰი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.
2022 წლის დეკემბერში მადრიდის „რეალისა" და „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ, საუდის არაბულ „ალ-ნასრში“ გადავიდა. ახლა მას ტელიოც მიჰყვა.