"რომას" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ ჩემპიონი ფეხბურთელია"

„ნაპოლისა“ და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ „აძურის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ რიგებიდან დიდი ფეხბურთელობის პოტენციალი ვიქტორ ოსიმენს აქვს, ხვიჩა კვარაცხელიას კი საამისო თვისებები ჯერ კიდევ არ უჩვენებია.

„კარგი მწვრთნელის გარეშე გუნდი ვერ გაიმარჯვებს. სპალეტი სკუდეტოს მოგებას დიდი ფეხბურთელების გარეშე აპირებს. „ნაპოლის“ ჰყავს პოტენციური ჩემპიონი და ეს არის ოსიმენი. კვარაცხელიამ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემპიონ ფეხბურთელად გახდომა შეუძლია. „ნაპოლის“ კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი ბრწყინვალედ მუშაობს და მთავარი ესაა“, - თქვა ნელამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 29 იანვარს, „სტადიო მარადონაზე“, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.