„უდინეზეს“ სკაუტმა რობერტო პოლიკანომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ჯერ კიდევ 2018 წელს მუშაობდა.
ამრიგად, შესაძლებელი იყო, რომ კვარა იტალიაში 4 წლით ადრე აღმოჩენილიყო, ოღონდ „უდინეზეს“ რიგებში.
„2018 წელს ჩვენ უკვე ვაფასებდით „უდინეზეში“ მის მოყვანას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ტრანსფერის დარეგისტრირება, რადგან არაევროკავშირელის ადგილი თავისუფალი არ გვქონდა. ნიჭი მაშინაც შესამჩნევი იყო. „ნაპოლიმ“ მასზე ფსონი სწორად გააკეთა და ვულოცავ ბიჭსაც, რომელმაც თავი ძალიან კარგად და თავმდაბლობით წარმოაჩინა“, - თქვა პოლიკანომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია გასულ ზაფხულს 10 მილიონ ევროდ დაიმატა.