კილიან მბაპეს სურს „პსჟ“-მ ბერნარდუ სილვა შეიძინოს

კილიან მბაპეს სურს „პსჟ“-მ ბერნარდუ სილვა შეიძინოს

საფრანგეთის ნაკრებისა და „პსჟ“-ს შემტევს, კილიან მბაბეს სურს, რომ მისმა გუნდმა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე კილიანის მეგობარი, ბერნარდუ სილვა დაიმატოს.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მიანიშნა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით „მანჩესტერ სიტის“ უნდა გაესაუბროს. გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ბერნარდუ ახლოს იყო „ბარსელონაში“ გადასვლასთან, თუმცა მაშინ ეს გარიგება არ შედგა. ამჯერად კი მასთან ერთად თამაში კილიან მბაპეს სურს.

ფრანგი და პორტუგალიელი ერთად „მონაკოში“ თამაშობდნენ, ერთმანეთს კარგად იცნობენ და მეგობრობენ კიდეც, რის გამოც არ არის გასაკვირი, რომ მბაპეს მისი თანაგუნდელობა კიდევ ერთხელ სურს.

ქალაქელებთან ბერნარდუ სილვას კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი, კლუბი კი სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, პორტუგალიელის გაშვებაზე უარს არ იტყვის.