ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ცოტა ხნის წინ, ნიონში ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრები იტალიას, ნიდერლანდები კი ხორვატიას დაუპირისპირდება.

მასპინძელი გუნდისა და ხორვატიის მატჩი 14 ივნისს, როტერდამში გაიმართება. რაც შეეხება მეორე წყვილს - ესპანეთი და იტალია 15 ივნისს, ენსხედეში ითამაშებენ. ფინალი კი 18 ივნისს გაიმართება.

ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საფრანგეთია, რომელიც წელს ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. გასულ გათამაშებაში ესპანეთი და იტალიაც იყვნენ, მათთან ერთად მეოთხე გუნდი კი ბელგია იყო.

ხორვატიის ნაკრებმა A ჯგუფი 13 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. B ჯგუფის გამარჯვებული 11 ქულით ესპანეთი გახდა. C ჯგუფი ასევე 11 ქულით იტალიამ მოიგო, მასპინძელი ნიდერლანდები კი 16 ქულით D ჯგუფის გამარჯვებული გახდა. სწორედ ამის შემდეგ მოიპოვეს ამ გუნდებმა A ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება.