არ შეიძლება იმ დაპირების მიცემა, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
„არ მომისმენია ხაბეიშვილის მთელი კონტექსტი, მაგრამ ნებისმიერი სახის ასეთი განცხადება ჩემთვის საფრთხილოა და ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.არ შეიძლება იმ დაპირების მიცემა, რომელიც არის პრაქტიკულად შეუსრულებელი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.