პსჟ შკრინიარით დაინტერესდა

პსჟ შკრინიარით დაინტერესდა

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ჟურნალისტებთან „ინტერის“ მცველის, მილან შკრინიარის გუნდში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა. მანამდე სლოვაკი ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა, რომ მილანი აღარ გააგრძელებს კონტრაქტს „ნერაძურისთან,“ რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

„ვერ გეტყვით, შკრინიარი იანვარში შემოგვიერთდება თუ ზაფხულში, მაგრამ მას დიდი ხანია ვაკვირდებით. ვფიქრობ, ის გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო პსჟ-ში გადასვლასთან.“ - ციტირებს გალტიეს სიტყვებს beIN Sports.

27 წლის შკრინიარი „ინტერში“ 2017 წლის ივლისიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მცველმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

ჩენ კი ის 4 იანვარს, „ინტერ“ – „ნაპოლის“ მატჩისას (1:0), ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ზღვარგადასული უხეშობით დაგვამახსოვრდა.