„რას ნიშნავს გონჩარენკოს ნათქვამი, სიმბოლურად ერთი დანა და ტყვია გამოგვიგზავნეთო - დასავლეთშიც ვერ გადაუწყვეტიათ, მისცენ თუ არა უკრაინას ტანკები?!“

„რას ნიშნავს გონჩარენკოს ნათქვამი, სიმბოლურად ერთი დანა და ტყვია გამოგვიგზავნეთო - დასავლეთშიც ვერ გადაუწყვეტიათ, მისცენ თუ არა უკრაინას ტანკები?!“

„აქვს თუ არა საქართველოს ერთი დანა ან ერთი ტყვია?!“ - უკრაინიდან გვითვლის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.

გონჩარენკო საქართველოსგან არ ელის HIMARS- ებსა და F16- ებს, უბრალოდ, სიმბოლურად ერთ დანას, ან ერთ ტყვიას ითხოვს იმის დასტურად, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინის გვერდითაა საერთო მტერთან ბრძოლაში.

მართალია, უცხოელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისგან მომავალი ბირთვული ომის შიში თანდათან უქრებათ და ამის მკაფიო მაგალითად დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას ასახელებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ Leopard 2- ის, ანუ გერმანული წარმოების ტანკების გადაცემისგან გერმანია ჯერჯერობით თავს იკავებს და ამის ნებართვას არც სხვა ქვეყნებს აძლევს. ამდენად, თუკი გერმანიას აფრთხობს რუსეთის ფაქტორი, უნდა გარისკოს თუ არა საქართველომ უკრაინისთვის სიმბოლურად ერთი დანისა და ერთი ტყვიის, ანუ იარაღის გაგზავნა?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრობლემა მარტო უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო თემებში ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მხარს უჭერს უკრაინას და იცავს უკრაინის პოზიციას, მეორე მხრივ, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ყოველთვის რაღაც გაურკვეველი შთაბეჭდილება იქმნება. დღეს ვერავინ ვერ გვეტყვის ობიექტურად ქვეყნის შიგნითაც კი, ჩვენ მართლაც რომელ მხარეს ვართ - უკრაინის, თუ რუსეთის? ამდენად, აქ პოზიციის სრულფასოვნად გამოხატვაზეა საუბარი. რაც შეეხება იარაღის გაგზავნა-არგაგზავნას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ, ჯერ ერთი, ჩვენ სერიოზულად და რეალურად იარაღი არც გვაქვს, სიმბოლურად იარაღის გაგზავნა კი არაფრის მომტანი არ არის. უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლება უნდა შეეცადოს, ადეკვატური იყოს თავის განცხადებებში იმ პოზიციასთან მიმართებით, რასაც ის საგარეო პლატფორმაზე აფიქსირებს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.

„საგარეო პლატფორმაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება აკეთო, ხოლო ქვეყნის შიგნით სხვადასხვაგვარი არაადეკვატური, არადიპლომატიური განცხადებები გააკეთო, ეს უკვე არასწორია. ზუსტად ეს ქმნის რეალურ გაურკვევლობას, დაწყებული პირველი განცხადებიდან, როდესაც პრემიერმა თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა, იმავეს თქმა შეიძლებოდა სრულიად განსხვავებულადაც. როდესაც ასეთი განცხადებები არა ერთი და ორია, როდესაც არსებობს „ხალხის ძალა“, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ჩვენს პარტნიორებზე აუგი თქვას, აქ ჩნდება კითხვები. უკრაინისთვის იარაღის გადაცემა გაამწვავებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობებს? ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი ისედაც გაწყვეტილი გვაქვს და ურთიერთობის კიდევ რომელ გამწვავებაზეა საუბარი?! ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ნუთუ ეს არ არის რაღაცნაირად ფაქტორი, რომ ცოტა უფრო გაბედული და რეალურად გამომხატველი იყოს ჩვენი პოზიცია?!“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge- სთან საუბრისას.

პოლიტოლოგის აზრით, რუსეთი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქართველოში დაიწყოს ომი, ეს საქართველოს განცხადებებსა და ნაბიჯებზე არ იქნება დამოკიდებული. ისტორიულ სვლებს თავი რომ დავანებოთ, 30 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფალი, მათ შორის, სააკაშვილიც საწყის ეტაპზე მუდმივად ცდილობდა, რუსეთთან საერთო ენა გამოენახა, მაგრამ ამაოდ.

„სულაც არ ვამართლებ გონჩარენკოს ნათქვამს, სიმბოლურად დანის და ტყვიის გაგზავნის თაობაზე, რომელ სიმბოლოებზეა ლაპარაკი, გაქანებული ომია უკრაინაში. მარტო საქართველო არ არის ამ მდგომარეობაში, დასავლეთშიც ვერ გადაუწყვეტიათ, უკრაინას მისცენ თუ არა ტანკები. გერმანიის მხრიდან ამაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა. ეს სიტუაცია უნდა გამოიყენოს ჩვენმა ხელისუფლებამ და შესაბამისი განმარტებები გააკეთოს უკრაინასთან მიმართებით. როცა უკრაინელები გვეუბნებიან, რაღაცები გამოგვიგზავნეთო, ხომ უნდა დაფიქრდნენ, ჩვენ რა გვაქვს, რომ სხვას მივცეთ?!“ - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ქართველებს გვაქვს სამხედრო სამედიცინო ჯავშან-მანქანა, როგორიცაა „ლაზიკა“, რომელიც დღეს უკრაინას ჰაერივით სჭირდება, განსაკუთრებით, ბახმუტის საბრძოლო მოქმედებების პირობებში. ასევე, ჩვენ ვამზადებთ ჩაფხუტებს, ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს. ამდენად, ასეთი ტიპის შეიარაღება რომ გადაგვეცა უკრაინისთვის, რუსეთი ვერც კი დაიკნავლებდა. მით უმეტეს, უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით ასეთი სტრატეგიული ვალდებულება არ გაგვაჩნია.

„კი ბატონო, ჩვენ გეოეკონომიკური სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, მჭიდრო მეზობლური ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან, მაგრამ ისინი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არ არიან. უკრაინასთან ერთად კი ერთობლივად ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებას და ესეც მატებს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას მეტ ძალას. რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი რას გვეტყვის?! რომ მივცეთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, უკრაინას თავდაცვითი და არა თავდასხმითი ტიპის შეიარაღება, რათა დაიცვას საკუთარი თავი და არ განმეორდეს ის ტრაგედია, რაც საქართველომ გაიარა, რუსეთი ვერაფერს ვერ გვეტყოდა. ჩვენ უკრაინას შემტევ შეიარაღებას ხომ არ ვაძლევთ? თავდაცვითი ტიპის შეიარაღების გადაცემის გამო რუსეთი ვერ მოგვედავებოდა. ეს იქნებოდა დიდი დახმარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

ლაზი რას ნიშნავს და ომში ჩაბმის მოთხოვნას. ანუ მთავარი ის კი არ არის იარაღის მოწოდება რომ არ შეგიძლიათო, არამედ მეომარ მხარედ დაფიქსირდით, რუსეთმა ჯარები მაქეთ რომ მომართოსო და მერე თუნდაც სულ გამქრალხართო. აი, ასეთია ამ მეგობარი სახელმწიფოს დღევანდელი ისტებლიშმენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
მშვიდობა უკრაინელ ხალხს და მთელ მსოფლიოს.
1 წლის უკან
merab უკრაინა არის ნომერ პირველი მტერი კარგად ხანია. ძალად ექსპერტებმა ტრაკის თამაშს თავი დაანებეთ. აღარ ჭამს ხალხი თქვენს რიჟა ტყუილებს.
1 წლის უკან
ლაზი რანაირი სტრატეგიული მოკავშირეა უკრაინა და რაში გამოიხატება ეს? ჩემს მაგიერ იომეო? თითონ სხვის თამაშს თამაშობს და შენ პასი მომეციო? ევროპის კონტინენტზე ყველაზე კორუმპირებულობის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსი რომ შეიშნო, ერთხელ მაინც ახსენა, ეს სტატუსი პირველს საქართველოს ეკუთვნოდაო?
ეს მაისაია მგონი მთლად ტყუილად არ ყავდათ ჩასმული. ვინც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს, ყველას პოზიცია საეჭვოა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში.
1 წლის უკან
ტაბალი რუსეთუმეებს მალე დაგენძრევათ
1 წლის უკან
merab ნაც-საპიდარატეთის ბოლო ჟამმა ჩამოჰკრა.
თვალებში მინძრეულობო, პასუხს აგებთ ყველა ბოროტებისთვის, მტრობისთვის რაც საქართველოში დაატრიალეთ.
1 წლის უკან