„ჩელსი“ კიდევ ერთ ფეხბურთელში აპირებს დიდი ფულის გადახდას

„ჩელსი“ კიდევ ერთ ფეხბურთელში აპირებს დიდი ფულის გადახდას

ლონდონის „ჩელსი“ აქტიურად არის დაინტერესებული „ბრაიტონის“ ნახევარმცველის, მოიზეს კაისედოს შეძენით და და პირველი შეთავაზების დაბლოკვის მიუხედავად, დანებებას არ აპირებს.

ეკვადორელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ჩელსისთან“ ერთად „ლივერპულიც“ იჩენდა, თუმცა ლონდონელებმა „თოლიებს“ პირველი შეთავაზება გაუკეთეს, რომელიც 55 მილიონ ფუნტს შეადგენდა და რომელიც „ბრაიტონმა“ დაბლოკა.

ამჟამად, გრემ პოტერის გუნდი ცდილობს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად „ბრაიტონს“ გაუმჯობესებული შეთავაზება გაუგზავნოს, რათა კაისედოს ტრანსფერი მიმდინარე ფანჯარაზე გააოფიციალუროს.

ეკვადორელი ფეხბურთელი „ბრაიტონს“ 2021 წელს შეუერთდა, 31 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. „არისტოკრატები“ მას ნგოლო კანტეს შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე ბადიაშილე, სანტოსი, მუდრიკი, მადუეკე, ფოფანა და ფელიქსი დაიმატა.