პორტუგალიაში, ისტორიაში პირველად, მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა  

პორტუგალიაში, ისტორიაში პირველად, მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა  

„ბენფიკასა“ და ლისაბონის „სპორტინგის“ ქალთა დაპირისპირებაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა.

პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც „ბენფიკა“ 3:0-ს იგებდა, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მასთან კი ორივე გუნდის ექიმმა მიირბინა და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შედეგად - შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ექიმებს სპორტული პატივისცემის გამოვლინებისთვის თეთრი ბარათი უჩვენა, რასაც „და ლუჟზე“ შეკრებილი ქომაგების აპლოდისმენტები მოჰყვა.

ეს წესი პორტუგალიაში FIFA-ს მიერ დანერგილი ინიციატივებიდან ერთ-ერთია. 5 ცვლილების განხორციელება, ან შეხვედრებისთვის უჩვეულოდ დიდი დროის დამატება მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ, თეთრი ბარათის ინიციატივა კი მსოფლიო ფეხბურთში ნელ-ნელა ინერგება.

რაც შეეხება მატჩს, „ბენფიკას“ ქალთა გუნდმა მეტოქე 5:0 დაამარცხა და პორტუგალიის თასის ნახევარფინალში გავიდა.