არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე: „ემილიანო მარტინესი მესიზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“

არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე: „ემილიანო მარტინესი მესიზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატიმ, ჟურნალისტებს 2022 წლის ყატარის მუნდიალზე მეკარე ემილიანო მარტინესისა და თავდამსხმელ ლიონელ მესის როლის შესახებ გაუზიარა აზრი.

„მეკარე (ემილიანო მარტინესი) მესიზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იღებდა რთულ ბურთებს, იგებდა პენალტების სერიებს... გადამწყვეტი სწორედ მეკარე გახლდათ. გაიხსენეთ ფინალური მატჩის ბოლო წუთი, როგორ მოიგერია ფეხით პირისპირ გასული მოწინააღმდეგის დარტყმა...

ჩემთვის მესის როლი გუნდში მთავარი არ იყო. დი მარია ყველაზე სახიფათო შემტევ მოთამაშედ მიმაჩნია, მან მესისთვის ითამაშა.“ - განაცხადა გატიმ El Chiringuto TV-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო მესი - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.