ლუის სუარესი: „მე და მესის კარიერის დასრულება „ბარსელონაში“ გვინდოდა“

ლუის სუარესი: „მე და მესის კარიერის დასრულება „ბარსელონაში“ გვინდოდა“

„ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, განაცხადა, რომ მას და ლიონელ მესის კარიერის კატალონიურ კლუბში დასრულება სურდათ. მოგეხსენებათ, ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან.

„ამაზე მე და ლეომ 2018 წელს ვიფიქრეთ. გვინდოდა „ბარსაში“ დაგვესრულებინა კარიერა და შემდეგ კიდევ ერთ წელიწადს ამერიკულ MLS-ში გვეთამაშა. მაგრამ ფეხბურთი იცვლება და იცვლება სიტუაციებიც.“ - ციტირებს სუარესის სიტყვებს Barca Universal.

სუარესი ამჟამად ბრაზილიურ „გრემიოში“ თამაშობს. დეკემბრის ბოლოს ურუგვაელმა პორტუალეგრელებთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ ოთხშაბათს კი რეგიონული თასის ფინალურ მატჩში „სან ლუისის“ წინააღმდეგ, მისი დებიუტი შედგა და ჰეთ-თრიქიც მიითვალა.