გვარდიოლა: „პენსიაზე გასვლის შემდეგ, მინდა კარგ, 90 კილოგრამიან ბაბუას დავემსგავსო“

გვარდიოლა: „პენსიაზე გასვლის შემდეგ, მინდა კარგ, 90 კილოგრამიან ბაბუას დავემსგავსო“

„მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა, ჟურნალისტებს სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ გეგმებზე ესაუბრა.

„ბარსელონაში დავბრუნდები. მენატრება 25 გრადუსი სითბო 11 თვის განმავლობაში. მენატრება იქაური საჭმელი, ზღვა, ზღვის სუნი. დილით ფარდებს ხსნი და ამ შუქს ხედავ, ფანტასტიკურია. იქ ბევრი მეგობარი მყავს.

„ბარსელონას“ სტადიონზე დავბრუნდები, დავჯდები და ჩემი საყვარელი გუნდის თამაშებს ვუცქერ. ბევრ, ბევრ რამეს გავაკეთებ, რისი გაკეთებაც ჯერ ვერ მოვახერხე. მაგალითად, საჭმლის მომზადებას ვისწავლი. ისეთ ადგილებში ვიმოგზაურებ, სადაც არ ვყოფილვარ. ყოველდღე ვითამაშებ გოლფს. რაც შეიძლება მეტს შევჭამ, რომ კარგ, 90 კილოგრამიან ბაბუას დავემსგავსო.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Yahoo Sports.

გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. სპეციალისტსა და კლუბს შორის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ივნისში ეწურება.