ფრანგულმა გამოცემა Francebleu-მ „ბორდოს“ სეზონის პირველი ნახევარი შეაფასა და რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის ზურიკო დავითაშვილიც გამოარჩია.
„დავითაშვილს კარგი 6 თვე ჰქონდა. ის მოსალოდნელ დონეზე თამაშობს და ისეთი მოთამაშეა, რომელსაც მაღალი კლასის წარმოჩენა შეუძლია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით ის საკმარისად გადამწვეტი არაა“ - დაწერა ფრანგულმა გამოცემამ.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ფრანგულ კლუბს გასული ზაფხულის ბოლოს, არენდით შეუერთდა და 13 მატჩიც ჩაატარა. ქართველი შემტევი „ბორდოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მისი თამაშით საფრანგეთში კმაყოფილნი არიან.
ჟირონდინელებს ლიგა 2-ში 19 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე იმყოფებიან, რაც ლიგა 1-ში დაწინაურების შანსს იძლევა.