ხვიჩა კვარაცხელიას „მანჩესტერ სიტის“ რადარზეც გამოჩნდა

ხვიჩა კვარაცხელიას „მანჩესტერ სიტის“ რადარზეც გამოჩნდა

ბრიტანული DailyMail-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციას ინგლისის კიდევ ერთი გრანდი, „მანჩესტერ სიტი“ აკვირდება.

ალბათ, ლოგიკურიც იყო ის, რომ ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშის შემდგომ, მის ყურადღებას მსოფლიოს გრანდები მიიქცევდნენ და უცხოურ მედიაში უფრო და უფრო ხშირად შეგვხვდებოდა ქართველის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია

კვარაცხელია უკვე დაუკავშირეს რამდენიმე ტოპ გუნდს. ბოლო მათგანი ლონდონის არსენალი იყო, რომელიც მიხაილო მუდრიკის წარუმატებელი ტრანსფერის შემდგომ ვინგერს ეძებს. დღეს კი ბრიტანულ პრესაში ახალი ინფორმაცია გამოჩნდა - კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ რადარზე გამოჩნდა.

„ქალაქელები“ ქართველის ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებულები არიან და მის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჯერ მხოლოდ ზოგადი სახე აქვს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის დამატება გვარდიოლას გუნდს თუ არ გააძლიერებს, არც არაფერს დააკლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.