„პსჟ“-ს ლეო მესის პირველი მაისური მსოფლიო ჩემპიონის რანგში 43 000 ევროდ გაიყიდა

„პსჟ“-ს ლეო მესის პირველი მაისური მსოფლიო ჩემპიონის რანგში 43 000 ევროდ გაიყიდა

ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდგომ „პარი სენ-ჟერმენში“ პირველი მატჩი „ანჟერის“ წინააღმდეგ ჩაატარა და გოლიც გაიტანა ის მაისური, რომელიც არგენტინელს იმ შეხვედრაში ეცვა, აუქციონზე 43 000 ევროდ გაიყიდა.

ლეომ პარიზში დაბრუნების შემდგომ პირველი მატჩი 11 იანვარს ჩაატარა. ის მატჩი „პსჟ“-მ 2:0 მოიგო, მესიმ კი 72-ე წუთზე ნორდი მუკიელეს გადაცემით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, მესის 30-ნომრიანი მაისური ჩინელმა პიროვნებამ შეიძინა. მან შეთავაზებების გაკეთება 22 000 ევროთი დაიწყო და 7 მცდელობა დასჭირდა, რათა წარმატებულად გადაებარებინა მაისური.

აუქციონზე მბაპესა და ნეიმარის მაისურებიც იყიდებოდა, შესაბამისად „ლანსისა“ და „სტრასბურგის“ წინააღმდეგ, თუმცა ისინი შედარებით დაბალ ფასად გაიყიდა.