ტარასოვი: „ხვიჩას „ლოკომოტივიდან“ წასვლა კლუბის ხელმძღვანელობის ბრალია“

ტარასოვი: „ხვიჩას „ლოკომოტივიდან“ წასვლა კლუბის ხელმძღვანელობის ბრალია“

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დმიტრი ტარასოვმა ჟურნალისტებს 2019 წელს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შესახებ ესაუბრა.

„ის, რომ ხვიჩა გაუშვეს, კლუბის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის ბრალია. ის იური სიომინმა მოიყვანა გუნდში. მაგრამ მათ ეტყობა ვერ დაინახეს ქართველში პოტენციალი.

თუმცა ის უნიჭიერესია. მახსოვს მისი პირველი ვარჯიშები „ლოკომოტივში.“ თავიდანვე ჩანდა, რომ ტექნიკური და გონიერი ყმაწვილი იყო. ცოტა დახმარება სჭირდებოდა რათა ეზოს ფეხბურთი არ ეთამაშა. თავიდან სწორედ ასე ირჯებოდა, როცა ათ კაცს მიყოლებით ატყუებდა. ცხადია, გუნდური თამაში უნდა ესწავლა.

ვერ დააფასეს და „რუბინში“ წავიდა. ახლა კი ყველა ვხედავთ ვინ არის ხვიჩა. წარმატებებს ვუსურვებ. სოციალურ ქსელში ხშირად ვწერ და გამარჯვებებს ვულოცავ ხოლმე.“ - ციტირებს ტარასოვის სიტყვებს Metaratings.

იტალიური სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.