კობა ხაბაზი კობა დავითაშვილს დაუპირისპირდა

კობა ხაბაზი კობა დავითაშვილს დაუპირისპირდა

უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ოპოზიციონერი ლიდერების კობა დავითაშვილის და კახა კუკავას რუსეთში ვიზიტმა აღაშფოთა.

ხაბაზის თქმით, ამასწინათ რუსთში ვიზიტისას დავითაშვილი და კუკავა რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს და ვლადიმერ ჟირინოვსკის შეხვდნენ.

ხაბაზი მოითხოვს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზურგი შეაქციონ ოკუპანტებთან მოსიარულე პოლიტიკოსებს, რადგან არ შეიძლება იმ ადამიანებს შეხვდე, ვინც 2 წლის წინ საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდა.