ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის არსენალმა საკუთარი ყურადღება მას შემდეგ, რაც მიხაილო მუდრიკის ტრანსფერი არ შედგა, „ნაპოლის“ ქართველ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიასკენ მიმართა.
„მეთოფეები“ ძალიან ახლოს იყვნენ უკრაინელი ტალანტის შეძენასთან, თუმცა ბოლო მომენტში მათზე უკეთესი შეთავაზება მეორე ლონდონურმა კლუბმა, „ჩელსიმ“ გააკეთა, რის გამოც, მუდრიკის ტრანსფერი სწორედ მათ განახორციელეს.
მიკელ არტეტას სურს, რომ შეტევა „ნაპოლის“ ქართველი შემტევით გააძლიეროს, თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება. „არსენალს“ იტალიური გუნდისთვის დაახლოებით იმდენის გადახდა მოუწევს, რამდენზეც მუდრიკში უარი თქვა. გარდა ამისა, კვარას გაყიდვით არც ნეაპოლელები არიან დაინტერესებულნი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დაბალია, თუმცა 90min-მა ინტერესის შესახებ გაამხილა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს შესრულებული.