„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სოციალურ ქსელში თავისი გუნდის გამარჯვებას „იუვენტუსის“ წინააღმდეგ (5:1) გამოეხმაურა.
დე ლაურენტისმა დაწერა, რომ ამ საღამოს დავიწყება შეუძლებელი იქნება:
„აღფრთოვანებული ვარ ფანტასტიკური გუნდით. შეუძლებელი იქნება ამ საღამოს დავიწყება!“, - დაწერა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. „იუვენტუსმა“ სერია A-ში 5 გოლი 1993 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. „ნაპოლის“ ისტორიულ და შთამბეჭდავ გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიამ წვლილი გოლით და 2 საგოლე პასით შეიტანა, გარდა ამისა, პირველი გოლიც პრაქტიკულად მისი დამსახურება იყო, მაგრამ ოფიციალურ ოქმში პასი არ ჩაეწერა.