ლუჩანო სპალეტი:

ლუჩანო სპალეტი: "კვარა ტექნიკური უნარებით საუკეთესოა და ყველა ასპექტში ძლიერია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ (5:1) ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის შესაფერისი ტექნიკური უნარები აქვს.

„მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ტექნიკა აქვს. აქვს გოლის განცდის უნარი, შეუძლია ბურთი ყოველთვის მეკარისთვის ურთულეს კუთხეში გაგზავნოს. როდესაც ის თითქოს მარჯვენა ფეხით ურტყამს, ფინტს აკეთებს და მარცხნივ მიდის. ძლიერია ყველა ასპექტში, ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც. შემდეგ, აშკარაა, რომ მსგავსი სტილის ფეხბურთელებს ნაკლებად მოსწონთ ფიზიკური ორთაბრძოლები და დაცვითი ფაზები“, - აღნიშნა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „სალერნიტანას“ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.