იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
როგორც ძოლამ აღნიშნა, კვარას კლასიკური 10 ნომრისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს.
„აქვს თუ არა, კვარაცხელიას კლასიკური 10 ნომრის არაპროგნოზირებადობა და ფანტაზია? დიახ. ამ ეტაპზე 10 ნომრები ძირითადად ფლანგებზე თამაშობენ და მას აქვს ძველი ყაიდის გამთამაშებლების თვისებები. მე ის ძალიან მომწონს, რადგან ტაქტიკურად განსწავლული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია“, - თქვა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.