ბუდუ ზივზივაძე ისრაელის ვიცე-ჩემპიონში?

ბუდუ ზივზივაძე ისრაელის ვიცე-ჩემპიონში?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდს შეიცვლის. როგორც ისრაელის მედია წერს, რომ ბუდუს მიმართ სერიოზულ ინტერესს ბეერ შევას „ჰაპოელი“ იჩენს და ტრანსფერის წარმატებით დახურვის დიდი შანსია.

ზივზივაძეს უნგრულ „ფეჰერვართან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბს აუცილებლად დატოვებს, რადგან ოქტომბერში ის პირველ გუნდს ჩამოაშორეს და ცხადია, ბუდუ უნგრული კლუბის მეორე გუნდში თამაშს არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა, სანამ პირველ გუნდს ჩამოაშორებდნენ, 16 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის 6 ბურთი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიითვალა.

ბუდუს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, „სამტრედიაში“, „ტორპედოში“, „რანდერსში“, „მეზოკოვეშდსა“ და „უიპეშტიც“ უთამაშია.

ბეერ შევას „ჰაპოელი“ ისრაელის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, ამჟამად კი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ ჰაიფას „მაკაბის“ 7 ქულით ჩამორჩება.