საუდელები მესისაც იწვევენ

საუდელები მესისაც იწვევენ

საუდური „ალ ჰილალი“ პსჟ-ის დიდვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს - გვამცნობს Mundo Deportivo.

კლუბი არგენტინელ გენიოსს ჯამაგირად წელიწადში 280 მილიონ ევროს სთავაზობს. მესის „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედ კონტრაქტს ვადა გაისად ივნისში ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებას აპირებენ.

თუ მესი არაბების წინადადებას დათანხმდა, მისი ხელფასის დიდ ნაწილს სახელწიფო დააფინანსებს.