რა საერთო აქვთ გიორგი მარგველაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს?

რა საერთო აქვთ გიორგი მარგველაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს?

ქალბატონო ფანჯიკიძე! როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ პირველი დიპლომატი ბრძანდებით, უკაცრავად და, რით ვერ გასცდით შალახოს, შავ კოლგოტებს, შავ ჩანთასა და თათარიახნად დაყრილ "შავ-ბნელ~ სასუსნავებს?! რა შავ დღეშია ქართული დიპლომატია?! ცხონებულო უინსტონ ჩერჩილო, ბევრჯერ კი შეგაწუხე, მაგრამ დროულია შენი გენიალური ფრაზების მოშველიება - "როცა არწივები დუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას!!!" ქალბატონო ფანჯიკიძე, საფრანგეთს ჯილა-გოიმობით ვაგდებთ დიპლომატიურ ნოკაუტში თუ როგორაა ჩვენი საქმე?

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის პირველ, ოფიციალურ ვიზიტს სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტობრივად, აღარავის გახსენებია, რომ ფრანსუა ოლანდს ქვეყნის პრეზიდენტი არ დახვედრია აეროპორტში, მას ტრაპთან მაია ფანჯიკიძემ უმასპინძლა, დახვედრის კულმინაცია კი აეროპორტში, „ვიპ“ ოთახში ფრანსუასთან გამასპინძლების დეტალები გახდა, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ფრანსუა ოლანდი ნაფრონტალ ოთახში შეიპატიჟა და კავკასიური ტურნე ოთახის კუთხეში, კომპიუტერის პრინტერთან მისმით დაუსრულა, ნამგზავრ ფრანსუას ტაბლა მაგიდაზე გრაფინი წვენით და სასუსნავები დაახვედრა, სუფრას ერთი  "ბამბანერკა" აკლდა და კაი, მეზობლური "რანდევუც" გამოვიდოდა, ნეტა, თუ ახსოვს ფრანსუას, როდის იყო ასეთ "შინაურულ" გარემოში?!

კიდევ კარგი, ფრანსუა სიყვარულის მორევშია გადავარდნილი და ყველაფერი რომანტიკულად ეჩვენება, თორემ ვერსალის სასახლის გამოყოლილში, ევროპასთან ასოცირებაზე, წიხლს გვიყრიდა და მამალ ფრანგულ გინებასაც არ დაგვამადლიდა. მაგრამ სიყვარული ხომ ვერტიკალურია, თანაც ბრუნვადი დამაბრმავებელი ეფექტებით, ჰოდა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ფრანგების პრეზიდენტი, მის პარტნიორ ქალს ვალერი ტრიერვეილერს ოფიციალურად დაშორდა. ოლანდი და ტიერვეილერი 2007 წლიდან ერთად არიან, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან, როდესაც ოლანდი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი მეგობარი ქალი პირველი ლედის როლს ასრულებდა და სახელმწიფოს ლიდერს ოფიციალურ მივლინებებში ახლდა.

საინტერესო დამთხვევა, საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ბიოგრაფიაში, როგორც ჩანს, პრეზიდენტობასთან ერთად გემოვნება იცვლება, ამიტომაა მარგველაშვილს "ბიძინაჩემი" რომ უკიჟინებდა, ბიჭო, გააოფიციალურა ქორწინება, ცოლად მოიყვანე "შენი გელფრენდი", თორემ დაგვენგრა ქვეყანაო, მართალია, "მარგველაჩემს" ხალხის აზრი ამ თემაზე ფეხებზე ჰკიდია, რაც, პრინციპში, მართალიცაა, ვისი რა საქმეა, "მარგველაჩემი" ვისთან იზიარებს სარეცელს, მაგრამ ცხოვრება ხომ სტატუსებზე ჩამოკიდებული სიმბოლიკებია, ჰოდა, პრეზიდენტს, გაორება და "ოლანდობა" რომ არ დაემართოს, ამიტომაც უნდა დავაქორწინოთ. ეს საქართველოა "მარგველაჩემო", საქართველოს პრეზიდენტი კი ქვეყნის ის სიმბოლოა, რომელიც ახალ თაობას მაგალითს უნდა აძლევდეს. ისე, მე ვინ მეკითხება, მაგრამ ოლანდმა ამტეხა, უფრო სწორად ფანჯიკიძემ ამიშალა საღერღელი.

მოკლედ, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი ტრიერვეილერს, 41 წლის მსახიობ ჟული გაიესთან ღალატობდა, 2014 წლის 10 იანვარს პრეზიდენტმა ოლანდმა პირველ ლედის თავადვე უამბო ღალატის შესახებ. ქალბატონმა, რომელმაც დიდი ამაგი გასწია ფრანსუას გაპრეზიდენტებაში, პრეზიდენტის გულწრფელობა მძიმედ გადაიტანა, ნერვული აშლილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრანგული ტაბლოიდების ინფორმაციით, მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი მედიკამენტების დიდი დოზით მიღება გახდა. ისე კი, რა საინტერესოა, სუიციდის მცდელობა რომ ლეტალურად დასრულებულიყო, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანგული მართლმსაჯულება რამდენს მიუსჯიდა?!

ფრანგული მედიის ინფორმაციითვე ირკვევა, რომ 10-დან 18 იანვრამდე, სანამ ტრიერვეილერი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოლანდმა ის მხოლოდ ერთხელ მოინახულა, ჰოდა, ნეტა გამაგებინა ეს ფანჯიკიძე ფრანსუასგან მიტოვებული ტრიერვეილერის მეგობარია, თუ თავად ფრანსუა ოლანდის?! შენ კი "მარგველაჩემო", იმერელი კაცის იმ ცნობილი ვიდეორგოლის არ იყოს: "მეიყვანე ცოლი, ცოლი მეიყვანე, მეტი აღარ შეგვიძლია, გული გვაქვს გახეთქვაზე!!!"

ქალბატონო ფანჯიკიძე, სულ თქვენი ბრალია, ჩემი ატეხილი იუმორი... არა რა, მაინც ვერ გავიგე იმ "ბუტკაში" რატომ "მიაყუჩე" ფრანსუა ოლანდი, დიპლომატიის სახელმძღვანელოში ასეთი დახვედრების შესახებ, არაფერი წერია, ან პროტოკოლი გამოცვალეთ, გამოცდილი მრჩევლები აიყვანეთ ან მცხეთაში მიბრძანდით მაია მასწავლებელო, ნუ დაგვღალეთ, რა! აქეთ ლარიჭამია ხადურის გაუმაძღარი მუცელი და ბულიმია გვაოცებს, იქით ფანჯიკიძის ანორექსია, ხედავთ, რა დისბალანსია ჩვენს მინისტრებში, მაგრამ ჩემი ხადური მაინც სულ სხვაა, დაიღალა ეს კაცი კარტოფილის ჭამით, მის ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული და მიახტა ციკანს, ოღონდ როლანდივით - არა, მთავარია, როლანდ ახალაიასავით არ მიახტე ციკანს, თორემ კი წავიკითხეთ, თურმე ციკნის გაუპატიურების მცდელობისთვის ნორჩი როლანდი როგორ ატარეს სასამართლო პროცესებზე...

აი, ჩემი ნაპრეზიდენტალი მაინც სულ სხვაა, ისე გვაჭენა და გვაჭიხვინა 9 წელი, დღემდე ჭიხვინის გამოყოლილში ვართ და ლაგამსაც ვერ ვდებთ, ისრაელის ექსპრემიერ მინისტრს ქრთამის აღებისთვის თელ-ავივის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ჩემს უსამართლოს კი ფეხებსაც ვერ ჭამენ, სამაგიეროდ, ნამინისტრალმა ივანე მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უნამუსობაში, უსინდისობასა და უსამართლობაში დაადანაშაულა, მე ვარ შეურაცხყოფილი განაჩენის გამოტანითო, ნეტა ამ დროს უნდა იტირო თუ იცინო?! "მონა მოსამართლეებზე" მაშინ უნდა გეფიქრა, მერაბიშვილო, ულიმიტოდ ჯიბეში როცა გესხდნენ.

წლის ყველაზე დიდი ანეკდოტი კი "ნაცხროვის" ბოლო მოთხოვნაა, პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ოღონდ მათი პოლიტიკური კალენდრიდან 9 წელი გაქრა და ათვლას "ოცნების" ხელისუფლების მოსვლიდან იწყებენ, თითქოს ფარული მიყურადება და ფარული გადაღება არ გამხდარიყო მათი გაძევების მიზეზი და ის 26 ათასი ფაილი ციდან ჩამოფრინდა, თითქოს `რუსთავი 2~ ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემაში თავისით მიცუნცულდა ფაილები, თითქოს შუბლაძე დაიღალა და ტაიმ-აუტი აიღო, ეს ყველაფერი თითქოს და რეალურად რა? დიდი `კონჩიტობა~ ქართულ პოლიტიკაში! მიდი და არკვიე, ვინ, ვინ არის, `რუსთავი 2~-ს რა გეგმას გაემიჯნა შუბლაძე, სააკაშვილის რომელმა სპეცსამსახურმა დაამონტაჟა ფარული კამერები, ვინ, ვის იწერს და ვინ ვის უშვებს, რა ჯოჯოხეთს გვპირდებიან ნეოლიბერალები და რა არის ფინალი? ეჰ, ყელამდე ნეხვში ვართ! და ეს იმიტომ, რომ მთავარ დამნაშავე ძალას, პოლიტიკური პარტია ჰქვია, ერთგულს - მოღალატე! ნაძირალას - პატრიოტი! ქალს კაცი ჰქვია, კაცს - ქალი! მატყუარას - დემოკრატი! კლეპტოკრატს - სახელმწიფო მოღვაწე! პატიოსანს - მათხოვარი! ევროვიზიის გამარჯვებული, ტრანსვესტიტი კონჩიტასავით გამოკონჩიტდა ქართული პოლიტიკაც...

17 მაისს სექსუმცირესობები, ალბათ, "კონჩიტობას" აღნიშნავენ, რასაც პატრიარქმა ქართული ოჯახისა და ზნეობის დღედ გამოცხადება დაუპირისპირა. ალბათ, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, მხოლოდ ქართული პოლიტიკა გამოკონჩიტდა, თუ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას?

"ნაციონალების" გააქტიურება პიკს მაისის ბოლოს მიაღწევს, იქნება თუ არა დამუქრებული "მაიდანი"? სააკაშვილი იქ არის, სადაც ქარიშხალია, დნეპროპეტროვსკში უკრაინის ერთიანობის მომხრეთა მიერ აღმართულ ბარიკადებთან გამაგრებულ ბლოკპოსტებთან მივიდა და პრესკონფერენცია გამართა.

"სახეზეა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა, იმიტომ, რომ რუსული სპეცრაზმები თავს ესხმიან უკრაინულ სამხედრო კოლონებს, კლავენ ყოველდღე ჯარისკაცებს, ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ 2008-ში და სხვა წლებში, ამიტომ ჩვენთვის ამ გამოცდილების გაზიარება ამ ხალხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ისინი გადარჩნენ, მსურს, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ქართველებს იმისთვის, რომ აქტიურად დაუდგნენ მხარში უკრაინელ ხალხს", - ეს სააკაშვილის სიტყვებია, რომელიც ცდილობს, უკრაინას 2008 წლის აგვისტო დაუტრიალოს, რაც მისთვის თბილისური "მაიდანის" დასაწყისი იქნება. თუმცა, მიხეილ, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ და "ნაცახვრებით" თბილისურ "მაიდანს" ვერ დაატრიალებ. გავიზარდეთ, მიხეილ!