„25 დეკემბრამდე თუკი რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშები არ შეწყდება, უკრაინელებს მოუწევთ დიდი ქალაქების დაცლა“

„25 დეკემბრამდე თუკი რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშები არ შეწყდება, უკრაინელებს მოუწევთ დიდი ქალაქების დაცლა“

„რუსეთის დაშლა მსოფლიოს არ დაშლის“, - ასეთნაირად პასუხობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ პოლიტიკოსებს, რომელთაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლაც აფრთხობდათ. კულება მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, არ შეუშინდნენ რუსეთის დაშლას და ნაცვლად იმაზე ფიქრისა, როგორ დაეხმარონ რუსეთს გადარჩენასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმალურ წევრად გადაქცევაში, ფაქტად მიიღონ, რომ რუსეთი ვეღარ იქნება მსოფლიო თანამეგობრობის ნორმალური წევრი. რუსეთს მისივე მოქალაქეები დაშლიან, როგორც ეს რუსეთის იმპერიის შემთხვევაში მოხდა.

მართალია, მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა და მხოლოდ მისი დასუსტება სურს, რადგან ამას შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს, მათ შორის, კავკასიაში ისლამისტებთან მიმართებით, მაგრამ პუტინს კარგა ხანია, აეჭვებს, რომ დასავლეთი რუსეთის დაშლაზე ოცნებობს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პუტინმა დაასკვნა, რომ დასავლეთს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდოდა რუსეთის დაშლა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი რუსეთი ტერიტორიულად ძალიან დიდი იყო.

პუტინმა 1918 წელს რუსეთისთვის მიყენებული წყენაც გაიხსენა, როცა აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონის ერთ-ერთმა თანაშემწემ თქვა, რომ მთელი მსოფლიო უფრო მშვიდად იქნებოდა, თუკი უზარმაზარი რუსეთის ნაცვლად ერთი სახელმწიფო დარჩებოდა ციმბირში და კიდევ ოთხი ქვეყანა ევროპულ ნაწილში.

პუტინის თქმით, 1991 წელს სსრკ-ის დაშლამაც ვერ დაამშვიდა დასავლეთი. დასავლეთს შურს, რომ რუსეთი დღეს ძალიან დიდია, რადგან ევროპის ქვეყნები თავად გადაიქცნენ პატარა სახელმწიფოებად, არა დიდ იმპერიებად, არამედ პატარა ქვეყნებად, 60-80 მილიონი ადამიანით. სსრკ-ის დაცემის შემდეგ კი 146 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, რაც დასავლეთის თვალში ძალიან ბევრია და რუსეთზე მუდმივი ზეწოლაც ამით აიხსნება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთს არ ეშინია რუსეთის დაშლის, უბრალოდ, თავად დმიტრო კულებას ეშინია უკრაინის დაშლის და ეს არის უკრაინის დაშლასთან დაკავშირებით კულებას რეაქცია.

ანალიტიკოსის აზრით, უკრაინის დაშლა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე რუსეთის დაშლა. უფრო მეტიც, რუსეთის დაშლა დღის წესრიგში არც დგას. პირიქით, დღის წესრიგშია უკრაინის ფიზიკური განადგურება. ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს უკრაინის დაშლა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ ახლა უკრაინას ემუქრება ყველაზე დიდი, ყველაზე მასშტაბური განადგურების საფრთხე, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, ყველა ვარიანტში, გამოიწვევს ამ საშიშროებას. ამ საშიშროებას ადასტურებს რამდენიმე შეფასება, მათ შორის, „მერსი კორპსის“ დასკვნა, რომლის ხელმძღვანელმაც პირდაპირ თქვა, რომ, თუკი 25 დეკემბრამდე, ანუ კათოლიკურ შობამდე, რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშები არ შეწყდება, უკრაინის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მთელი ენერგოსისტემა ჩამოიშლება და დაინგრევა, უკრაინის ქალაქები კი გახდება სიცოცხლისთვის უვარგისი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს თავისი დიდი ქალაქების დაცლა, მათ შორის, კიევის დაცლაც, მოგეხსენებათ, კიევი 3-მილიონიანი ქალაქია. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენიათ, კიევის დაცლა რას ნიშნავს? ან კიდევ რას ნიშნავს მთელი უკრაინის მასშტაბით ქალაქების დაცლა? ვინც შეძლებს, ის უკრაინიდან საზღვარგარეთ გაასწრებს და იქ შეაფარებს თავს, ვინც ვერა, აბსოლუტურად მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რთული საკითხია, რამდენად დაიშლება რუსეთი, ვინაიდან, როცა ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო რუსეთში და მართლაც უკვე იშლებოდა, მაშინ არ დაიშალა ეს ქვეყანა, ახლა მით უმეტეს არ დაიშლება.

„ნაკლებად მჯერა რუსეთის დაშლის სცენარის. ელცინის პერიოდში, 1992-93 წლებშიც კი არ დაშლილა რუსეთი და მაშინ შეინარჩუნა თავისი იდენტობა. გასაგებია, დმიტრო კულებას მდგომარეობა, მისი ქვეყანა არის ომში, აქ უკვე ფსიქოლოგიური ომია და ფსიქოლოგიურ ომში ყველანაირი ნარატივი მისაღებია. როცა უსამართლო ომს გიცხადებენ, იქ უკვე შეგიძლია წარმოაჩინო ნებისმიერი სცენარი“, - გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.

leviko საქართველო გაზის და დენის გარეშეც გადარჩა და ახლა უკრაინას გაზი აქვს ასე რომ გადარჩება
1 წლის უკან