„სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ნაციონალებს სააკაშვილი ციხეში მომაკვდავი ან გმირულად გარდაცვლილი სჭირდებათ, ამას სააკაშვილიც მიხვდა“

„სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ნაციონალებს სააკაშვილი ციხეში მომაკვდავი ან გმირულად გარდაცვლილი სჭირდებათ, ამას სააკაშვილიც მიხვდა“

მიხეილ სააკაშვილის 7-საათიანი სასამართლო სხდომა ხუთშაბათს ისევ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ შემდგომი სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს დღის 11 საათზე დანიშნა. მოსამართლე აცხადებს, რომ 30 მოწმე ჰყავს დასაკითხი, რომელთა მეშვეობითაც უნდა გაიგოს რეალურად სააკაშვილს ესაჭიროება თუ არა ქვეყნის გარეთ მკურნალობა. სააკაშვილის ადვოკატი შალვხა ხაჭაპურიძე კი ამტკიცებს, რომ იუსტიციის სამინისტრო მოწმეების სიას სპეციალურად ზრდის, რათა სასამართლო პროცესები ხელოვნურად გაიწელოს, რის გამოც, შესაძლოა, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

სასამართლოზე განვითარებულმა მოვლენებმა კი საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან სააკაშვილის ვიზუალურმა მდგომარეობას ბევრს გაუჩინა განცდა, რომ პატიმარი თამაშობს. სააკაშვილი გუშინდელ პროცესზე საზოგადოებამ წვერგაუპარსავი, დაუვარცხნელი და პირდაუბანელი იხილა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პოზიორობა, ძირითადად, დასავლეთზე იყო გათვლილი. სააკაშვილის მიმართ კრიტიკის ქარცეცხლი, ასევე, მისი მხრიდან სასამართლოსთვის უკრაინულ ენაზე მიმართვამ გამოიწავია. რამდენჯერმე, მოსამართლის მხრიდან მოწოდების მიუხედავად, ის საუბარს კვლავ უკრაინულად განაგრძობდა და ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ პატიმარი ონლაინ რეჟიმიდან გათიშა. გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოყვა.

ბრალდების მხარის და პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის როგორც გუშინდელი, ასევე წარსული ქმედებები, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, სიმულაციად შეფასდა.

სასამართლოზე ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი დაიკითხა, რომელიც ორივე მხარის კითხვებს 5 საათი პასუხობდა.

ამერიკელი ფსიქიატრი ქართველი კოლეგების, მათ შორის „ვივამედის“ ექიმების დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე დოკუმენტებშია აღწერილი. ამასთან, ის ირწმუნება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილს დასავლეთში ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საზოგადოება მის ავადმყოფობაში დაარწმუნოს, ამიტომ ვალდებულია მომაკვდავი ადამიანის როლი ითამაშოს და სასამართლოზე ონლაინც ჩართვისას, მეტი დამაჯერებლობისთვის საზოგადოებას მოუწესრიგებელი ეჩვენა. რაც შეეხება მის სიგამხდრეს, ანალიტიკოსი ამას კუჭის ოპერაციას უკავშირებს და ფიქრობს, რომ წონის კლება ამ ფაქტმა გამოიწვია და არა მოწამვლამ, როგორც ამას მისი გარემოცვა ამტკიცებს.

„რა თქმა უნდა, ციხეში ჯდომა არავის სურს და ეს ფსიქოლოგირად საკამოდ რთული გადასატანია. როგორც ჩანს, სააკაშვილის ფსიქიკა ამას ვერ უძლებს. სააკაშვილის გარემოცვა ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ის ციხიდან დაიხსნან. სასამართლოზე სპეციალურად მოუვლელი, წვერგაუპარსავი, თმა დასავრაცხნი ჩაერთო, რომ საზოგადებაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინოს. მისი ქცევა სამარცხვინოა, ძალიან საწყენი და მძიმე აღსაქმელია. სამწუხარო ისაა, რომ ეს კაცი 9 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. როგორც ახლა არაადეკვატურად იქცევა, ისე არაადეკვატურად იქცეოდა პრეზიდენტობის პერიოდში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმედგაცრუებულია.

აქ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბევრს სრულიად სხვა მოლოდინი ჰქონდა და ფაქტი სახეზეა, რომ კაცი ყველაფერს კადრულობს, ოღონდ ციხიდან დაიხსნან. სასამართლოს ეზოშიც კარგად გამოჩნდა რა რაოდენობის მხარდამჭერებიც ჰყავს. მისდამი მხარდაჭერა იკლებს, რადგან ეს არ არის ის ლიდერი, რომელზეც იმედებს ამყარებდნენ. ეს არის სუსტი ნებისყოფის და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ ანაღვლებს. ეს ხალხმა და მით უმეტეს მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი წლის მანძილზე კარგად დაინახეს. „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის სრული ლუსტრაცია მოხდა, რაც კარგია, რადგან ეს პოლიტიკური ძალა თავის ლიდერთან ერთად პოლიტიკური ასპარეზიდან ნელ-ნელა გაქრება და ჩვენს ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. სამწუხარო ისაა, რომ მერაბიშვილი და ახალაიაც მასზე ღირსეულად იქცეოდნენ. სასჯელი, რაც სასამართლომ მათ მიაკუთვნა, პირნათლად მოიხადეს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ბედი სულაც არ ანაღვლებს, ამიტომ ყველა მათი განცხადება და აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზეა გათვლილი. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მათ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში უფრო აწყობთ, რადგან პოლიტიკურად ყურადღების მიქცევას და ქულების დაწერას ცდილობენ.

„მათ საზოგადოებაში არც ნდობა და არც რესურსი იმის, რომ მასობრივი აქციები დაიწყონ, აღარ აქვთ. ქართველი ხალხი პოლიტიკურად გაიზარდა და მსგავს მანიპულაციებს აღარ ყვება. რაც შეეხება დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას, ამით საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობას უფრო აღვივებენ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული, ამიტომ, როცა ევროპარლამნეტარები მის გათავისუფლებაზე საუბრობენ, ხალხში ეს აგრესიას იწვევს“,-ამბობს კიკნაძე.

განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას არ მიიღებს და for.ge-სთან ამბობს, რომ ყველაფერი ახლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული და „ოცნება“ სააკაშვილის გამო პოლიტიკურად თავს არ დაიზიანებს. სასამართლო პროცესები დროში გაიწელება და ორივე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ამ თემას გამოიყენებს.

„ხელისუფლებაში ყველა ცდილობს, რომ სააკაშვილის საკითხი თავიდან აირიდოს. იგივე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არგუმენტად მოიყვანა, რომ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, რადგან ჯერ სასამართლო არ არის დასრულებული. შესაძლოა მე-3 ეპიზოდზე შეიწყალოს, მაგრამ მე-4 ეპიზოდზე ისევ ციხეში დარჩეს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ აგერ ბატონო, სასამართლო და მოსამართლემ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ თუკი სააკაშვილს ქვეყნიდან გაუშვებენ, ეს ნაციონალების გამარჯვება იქნება. რა თქმა უნდა, მართლები არიან, რადგან ოპოზიცია ნამდვილად ასე ჩათვლის და ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენებს. „ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. სააკაშვილის გარეთ გაშვება არა უბრალოდ დათმობად და ჰუმანიტარულ აქტად, არამედ ხელისუფლების დამარცხებად და სისუსტედ იქნება აღქმული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პაექრობა ისეა მოწყობილი, რომ დათმობა მარცხად საღდება. ბუნებრივია, ენმ ამაზე მთელს პოლიტიკურ დღის წერიგს ააგებს და ამით შესაძლოა, ამომრჩევლებიც კი მიიმატოს. „ოცნება“ ამ მიზეზის გამო ამომრჩეველს ვერ მოიმატებს, მაგრამ შესაძლოა, დაკარგოს. ამიტომ სააკაშვილი ცოცხალი თუ მკვდარი ციხეში სჭირდებათ. არჩევნებამდე მას არ გაუშვებენ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გეგმებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აქაც მსგავსი სიტუაციაა, რადგან მათაც სურთ, რომ სააკაშვილის სახელით ისარგებლონ. პარტიაში დაპირისპირება 5 ნომრისთვის მიდის. ამიტომ მათ აწყობთ, როგორც ტანჯული სააკაშვილი ციხეში, ასევე გმირულად ციხეში გარდაცვლილი ექს- პრეზიდენტი. ორივე შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მოგებულები იქნებიან.

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიდის, იმ ხალხს შორის, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს პარლამენტში აუცილებლად უნდა მოხვდეს. რაც არ უნდა მოხდეს, ენმ 5%-ს მაინც გადალახავს. 12% მისი რეალური ხმებია. ამიტომ ამ ორ დაჯგუფებას შორის ვისაც ნომერი 5 შერჩება და პლუს „ნაციონალური მოძრაობა“, ის ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. სიაში სკამიც კი რომ ჩაწერონ, 5%-ს მაინც გადალახავენ. ამიტომ ამ ხალხს ციხეში მომაკვდავი ან ციხეში გმირულად გარდაცვლილი სააკაშვილი სჭირდება.

 სააკაშვილი ცოცხალი რომ არ იქნება, გამოვლენ და ლეგენდებს მოყვებიან. ახალგაზრდები მოდიან, სააკაშვილი პოლიტიკურად და ჯამრთელობის მხრივადაც უკვე წელშია გამწყდარი, ამიტომ ახლა მის პარტიაში ბრძოლა ლიდერობისთვის მიდის. თავად სააკაშვილიც თანამებრძოლების მიმართ გულგატეხილია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვფიქრობ, ცოცხალი სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებსაც არ აწყობთ. სააკაშვილი როგორც ჩანს, ამ ყველაფერს კარგად მიხვდა. ენმ-ში ბრძოლა ნომერზე და სახელზე მიდის. რეალურად სააკაშვილისთვის თავს არავინ იკლავს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

trampi დათვს თავში ურტყავდნენ და ის კიდევ.................. ეს რა ბრაგი ბრუგიაო........
ამათ კიდევ იმის აღიარება არ უნდათ (ერეცხვინებათ) რომ თქვან--თუ ვინ იყო იმ ყველაფრის ავტორი, რაც საქართველოს 2003 --20012 წლებში დაატყდა თავს. მიშა უბრალოდ კარგი შემსრულებელი იყო და გზადაგზა თვითონაც ,,აქტიურ შემოქმედებით ინიციატივებს,, იჩენდა, თორემ აბსოლიტურად ყველაფერი რაც იმ წლებში საქართველოს დაატეხეს თავს, სუ ამერიკელების მიერ იყო დაგეგმილ--გაწერილ--შესრულებული
---უნდა სულიერ--მორალურად ბოლომდე გავეტეხეთ, უნდა ბოლომდე, ბოლომდე დავერეფორმირებინეთ, რომ ძალიან მორჩილი საზოგადოება გავმხდარიყავით----რომ ამერიკელების დაკრულზე ცირკის ძაღლებივით გვეხტუნავა და მათი ნებისმიერი ბრძანება --მოთხოვნა უსიტყვოდ შეგვესრულებინა, ასე ვთქვათ კარგად დაგლობალიზაციებულები ვყოფილიყავით და მათი ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ შეგვესრულებინა
მოკლედ რა აღარ დაგვატეხეს თავს---- კაცმა რომელ ერთი უნდა ჩამოთვალო???
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო.....ამ ათას ჭირ გადავლილ საქართველოს ისიც დაგვიმატეს----- მორიგი ,,წვრთნა,, ჩაგვიტარეს
ძირითდი კი ისაა რომ მენტალობის შეტრიალება მოახერხეს, დაგვინგრეს ყველა მორალურ ზნეობრივი ,,ინსტიტუტები,, საზოგადოებაც შესაბამისად გარდაიქმნა----გარდაქმნეს.....გარემო .გარემო შექმნეს ძალიან ჩათლახური,ძალიან...ამ ყველაფრის აღდგენა გამოსწორებას მინიმუმ 50 წელი დასჭირდება, ისიც ხელისუფლებაში კაი ქართველის შემთხვევაში
ხოოდა იმიტომაც ,,ვლოცულობდი,, კოლუმბზე აქ შემოსვლის პირველივე დღიდან(12 წელია.)
ისე კი რა აღარ გამოვიარეთ ამ საიტმაც და ჩვენც--- სუ რუსის აგენტები გვეძახეს..ამ ჩვენ დირეხხხტორს კიდევ ხან სად იბარებდნენ და ხან სად--ამასაც ,,რეფორმებს,, უტარებდნენ... იმ ყველაფრის წერა და გახსენებები უკვე მეზარება კიდეც......დაჟე ეხლა ამასაც კი აღარ უნდა ვწერდე, ისედაც ყველამ ყველაფერი დაინახა. მართალია გვიან მაგრამ მაინც----------- უკვე მეგობრებს ნიღაბი ბოლომდე ჩამოსძვრათ
ეხლა უკვე ყველა ხედავს მაგათ ,,მეგობრობის,, ნამდვილ მიზანს....რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა აღარაა საკმარისი....
თანაც ეს მთავრობა მიშასავით საიმათოდ ვერ გვარეფორმირებს და იმიტომაც აააქვთ ატეხილი განგაში
იმიტომაც უნდა ხელისუფლებაში ისეთი ხალხის მოყვანა დაბრუნება, რომლებიც მათ საქმე კარგად გაააკეთებენ, ანუ საიმათოდ კარგად დაგვარეფორმირებენ....
ქუნემ კოლუმბი ........... ქუნემ
~ეს ლენჩიც რო აღარ მიეთრევა აქედან??არა აქვს იქ დასაბრუნებელი პირი და იმიტრომ
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან მეშვიდეები(ძველები მიმიხვდებიან).....

ნატალი
რაო ............. გაცივდიიი სკვაზნიაკში ???
არც ნატო, არც კატოოო??
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა, ალბათ ნატალი უკვე ზურა გირჩის ფან კლუბის პრეზიდენტია. ხომ გახსოვს ჭკვიანი გოგო იყო?!
1 წლის უკან
ცუგო- ნატალის პროფესიული ჯარი მოსწონს, გირჩი ზურაბა არა მგონია
1 წლის უკან
trampi ჯარი.................ჯარის ამბავში ვეთანხმებოდი, მაგრამ საყოველთაო გაწვევა თუნდაც ნახევარწლიანი აუცილებლად უნდა იყოს
ბოლო ბოლო თოფ იარაღზე, ადამიანს ( კაცს) ცოტა წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს!
ისე ჯარი მხოლოდ პროფესიული უნდა იყოს............მეც ასე მიმაჩნია....
1 წლის უკან
ცუგო- ამიტომ ვამბობდი, რომ პრეზიდენტად ნატალია ჯობდა, არ დამიჯერეთ... შედეგიც სახეზეა :) (:
1 წლის უკან