„როდესაც სააკაშვილის მხარდამჭერი ექიმები გვამცნოენ, რომ ის ერთ ჭამაზე 100 ხინკალს მიირთმევდა და ნახევარ ლიტრ არაყს სვამდა, ეს ანომალიაა“

„როდესაც სააკაშვილის მხარდამჭერი ექიმები გვამცნოენ, რომ ის ერთ ჭამაზე 100 ხინკალს მიირთმევდა და ნახევარ ლიტრ არაყს სვამდა, ეს ანომალიაა“

„მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ექიმები როდესაც გვამცნოენ, რომ ის ერთ ჭამაზე 100 ხინკალს მიირთმევდა და ნახევარ ლიტრ არაყს სვამდა, ეს ანომალიაა. ყველაფერს რასაც ის საკუთარ თავს უკეთებს არის იდუმალი გეგმა, რომელიც მისმა ოჯახმა შეიმუშავა“, - ასე აფასებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან მესამე პრეზიდენტის მდგომარებას.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა უცხოეთში გადაინაცვლეს და ევროპარლამენტიდან აკეთებენ განცხადებას. როგორ ფიქრობთ, გარედან შეძლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ სააკაშვილი ციხიდან იხსნან?

- როდესაც ჩვენმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ ტერმინი „აგენტოკრატია“ შემოიღო , ეს არის ფორმულა ურთიერთობების, რომელიც 20 წელია საქართველოში რადიკალური ოპოზიციამ თავის დამსაქმებლების მხრიდან დანერგა. არ ვეხები არც სახემწიფოებს, არც ევროკავშირს, მე ვეხები იმ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომლებთანაც იდეოლოგიურად არიან შერზრდილები ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი ოჯახის წევრები და რომლებმაც საქართველოში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. ახლა იძულებულები არიან „აგენტოკრატებთან“ წავიდნენ და მათ სთხოვონ დახმარება, რათა მათივე აგენტი, მიხეილ სააკაშვილი იხსნან მათლმსაჯულების კლანჭებიდან და გადაიყვანონ იმ სისტემაში, რომელმაც შექმნა თავის დროზე სააკაშვილი და რომელმაც გარკვეული მიზნების შესასრულებლად მისი დესანტირება მოახდინა საქართველოში.

პარალელულად გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომლითაც ემანუელ მაკრონს დახმარებას სთხოვს. როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება ექნება საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან?

- ნებისმიერი რეაგირება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის კანონმდებლობას, სასამართლო გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებს, პირველ რიგში, ეს იქნება ანტიდემოკრატიული და მიმართული იქნება თავად ემანუელ მაკრონის რეპუტაციის საზიანოდ. არ მგონია მაკრონმა პატიმარ სააკაშვილის გულისთვის გადახაზოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ასევე სააკაშვილის ოჯახი საუბრობს ღალატზე. ვინ არის მოღალატე და ვის თვლის ოჯახი მოღალატედ?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანად ვთვლი მოღალატედ. ამ პარტიას ვუყურებ, როგორც მოღალატეებისგან შემდგარ სექტანტური ტიპის ორგანიზაციას. მოღალატეებში კონკრეტული მოღალატე როგორ გამოვყო?! ისინი უფრო დიდ მოღალატედ ვის მიიჩნევენ, ამაში გარკვევაც კი არ მინდა.

შეიძლება მოღალატედ ვანო მერაბიშვილს თვლიდნენ, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ციხეში გაშვებას აბრალებენ?

- ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს. სექტას, რომელსაც იდეოლოგიური ერთობაც კი არ გააჩნია, ერთადერთი მოტივაციით იმართება - ფინანსებით. ამ საფინანსო ურთიერთობებში ვინ ვის რა მოუტეხა, ვინ ვის ფინანსურ მკვებავ არხებთან გზა გადაუღობა, კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ღალატის ერთადერთი მოტივაცია დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ თანხების გადანაწილებასთან.

ასევე დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა თემურ ალასანია, მის გამოჩენას როგორ შეაფასებდით?

- თემურ ალასანიამ გააანალიზა 400-დღიანი პერიოდი და მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა მისმა დიშვილმა, როდესაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ალასანია მიხვდა, რომ არანაირი ადამიანური რესურსი, არანარი პარტიული მხარდაჭერა და იდეოლოგიური მოტივაცია იმისა, რომ საააკაშვილს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ ლიდერად წარმოაჩენს, აღარ არსებობს. მან დაინახა, რომ ვერანაირმა მცდელობამ ვერ ააგორა ის რევოლოციური მუხტი, რომლის აგორებისაკენ მოუწოდებდა საქართველოში ჩამოსული აწ გარდაცვლილი აკერმანი. ალასანია გაბრაზებულია და ბრალს სდებს ყველას ღალატში, მიშას გვერდში ცუდად დგომაში, ყოველ შემთხვევაში მისი რეაქცია ჩემთვის სრულიად გასაგებია.

სააკაშვილის ოჯახი აქციების გამართვვის წინააღმდეგია, მაგრამ დანაწევრებული „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანდა და მიშას გადარჩენისთვის აქცია გამართეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო, მათი მხრიდან, ქულების დაწერის მცდელობა, ვინაიდან თავმჯდომარეობის კანდიდატებს არ ეტყობათ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებდეთ...

- ოჯახი როდის გახდა აქციების წინააღმდეგი? - როდესაც ერთი წლის განმავლობაში, დაინახა უამრავი აქცია, რომელმაც ვერ შეკრიბა აქციონერების კრიტიკული რაოდენობა და ყოველი აქცია დაცინვა და სირცხვილი იყო. უკანასკნელ აქციაზე 1000-მდეც ვერ აიყვანეს მიშას ე.წ. აღშფოთებული მხარდამჭრების რაოდენობა. ყოველი შემდგომი აქცია უკუშედეგის მომტანი იქნება. ამ საწყლებმა, რომლებიც აბსოლუტურ კრიზისში არიან, რომლებსაც პარტია თვალსა და ხელშუა ეცლებათ, ისეთი ჯამბაზური კანდიდატები წამოაყენეს, ამათ სხვა გზა არ გააჩნიათ და იძულებულები არიან 10-კაციანი აქცია მაინც შეკრიბონ. რაც შეეხება კანდიდატებს, მელიას კიდევ შერჩა იდეალისტური წარმოდგენა „ნაცმოძრაობაზე“ და ცდილობს, არაფრისგან რაღაცა შექმნას, ანუ პოლიტიკური პარტიის მსგავსი რამე. ხაბეიშვილს ეს საერთოდ არ აინტერესებს. ის წარმოადგენს კეზერაშვილის ინსაკასატორს, რომელმაც რადიკალურ გეგმას უნდა შეუწყოს ხელი, თუკი საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნება. არეულობის პერიოდში კი „ნაციონალური მოძრაობა“ დროს იხელთებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში, კეზერაშვილისთვის ხაბეიშვილი არის სასარგებლო ხულიგანი შემსრულებელი. მესამე კანდიდატი მუმლაძე თუ მამალაძე, ვინ იცის, არც ვიცი და არც მაინტერესებს. კიდევ ერთი კანდიდატი არის ნონა მამულაშვილი, რომელმაც ჯერ პარტია დატოვა, ახლა ჩავიდა ვაშინგტონში და იქიდან გაახარა საზოგადოება იმით, რომ საარჩევნო კამპანიაში ერთვება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება მას მისმა ძმამ მიაღებინა, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინაში იმ ქართულ ლეგიონს, რომლის ცალკეული წევრი დღე არ გადის, დედის გინებით არ დაუკავშირდეს „ქართული ოცნების“ ზოგიერთ ლიდერს.

როგორ ფიქრობთ ვინ გაიმარჯვებს?

- ვფიქრობ, გაიმარჯვებს ის, ვის უკანაც პარტიული სეიფია. ეს ფინანსური პირამიდა ცალსახად კეზერაშვილის ხელშია და ამიტომ მისი წარდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს.

დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე თქვენი შეფასება როგორი იქნება, ფიქრობთ, რომ ის მართლაც ისე ცუდად არის, როგორც ამბობენ?

- ერთი წლის განმავლობაში ვერ გავიგეთ ვერც ერთი ზუსტი დიაგნოზი. ჩამოჰყავთ სხვადასხვა სპეციალისტები, მაგრამ ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ დაასახელა ზუსტი დიაგნოზი, რომლის განკურნებაც საქართველოში შეუძლებელია. ვერავინ დაგვიდასტურა, რომ ის კლინიკა, სადაც ის იმყოფება, ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ სამედიცინო ამოცანებს. ვერც ერთემა კომისიამ ვერ დაგვარწმუნა იმაში, რომ სააკაშვილთან მიმართებაში ადგილი აქვს გადაცდომებს. ამიტომ, მეც და საზოგადოების უდიდეს ნაწილს გვექმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს შულერობა. ადამიანს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებთან, რომელშიც ის აღმოჩნდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ციხეში იმყოფება. მისი მდგომარეობა, ფაქტობრივად, გაიგივებულია შიდა პატიმრობასთან. წლების განმავლობაში ცხოვრების არასწორი წესით დაგროვებული ამა თუ იმ ავადმყოფობის სიმპტომატიკას აქვს ახლა ადგილი. როდესაც მისი მხარდამჭერი ექიმები გვამცნოენ, რომ ის ერთ ჭამაზე 100 ხინკალს მიირთმევდა და ნახევარ ლიტრ არაყს სვამდა, ეს ანომალიაა. როდესაც გვეუბნებიან, რომ დღეში 5 კოლოფ ელექტროსიგარეტს ეწეოდა, რაც იწვევს ორგანიზმში სერიოზულ პრობლემებს, ესეც ანომალიაა. ყველაფერს, რასაც ის საკუთარ თავს უკეთებს, არის იდუმალი გეგმა, რომელიც მისმა ოჯახმა შეიმუშავა. ასევე, მინდა ვთქვა ერთი რამ, ძალიან ცუდად მენიშნა არესტოვიჩის განცხადება, სადაც კმაყოფილებას ვერ მალავდა იმის წარმოჩენით, რომ სააკაშვილი მოქმედი ხელისუფლების დროს გარდაიცვლებაო და ეს ამბავი რამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევსო. ეს განცხადება ძალიან ცუდად მენიშნა. არესტოვიჩის გეგმა არის ის, რომ მიშას მდგომაროება საზოგადოების თვალში ხელოვნურად დაამძიმოს. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ექს-პრეზიდენტი ჯანმრთელად იყოს.

მიშა ეს მაოხრებელი გზირი, ჯანმრთელად იყო და პრობლემებს უქმნიდა ქვეყანას. ავადაა და პრობლემებს ქმნის.
ბოლომდე ჯანმრთელად არ არც ადრე იყო და არც ეხლაა რეალურად ავად, მაგრამ ყველა მდგომარეობაში პრობლემებს ქმნის.
1 წლის უკან