„რასაც რუსეთის დაზვერვა ბინძურად და პირდაპირი მეთოდოლოგიით აკეთებს, მაღალი დემოკრატიის სახელმწიფოები ამას ღიმილით აკეთებენ“

„რასაც რუსეთის დაზვერვა ბინძურად და პირდაპირი მეთოდოლოგიით აკეთებს, მაღალი დემოკრატიის სახელმწიფოები ამას ღიმილით აკეთებენ“

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების პარლელურად, რუსეთი საკუთარ ტერიორიაზე პერიოდულად მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. ამჯერად, ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო კომპლექსს, „მეგა ხიმკის“ გაუჩნდა. საუბარია დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის სახურავს, შემდეგ გაისმა აფეთქებების ხმა, რასაც კონსტრუქციის ჩამონგრევა მოჰყვა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს რუსეთის დივერსიული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ქმედება.

for.ge დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

კრემლი ამ ეტაპზე დივერსიაზე არ საუბრობს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. პირველადი ინფორმაციით ეს არის უბედური შემთხევა, მაგრამ მსგავსი ფაქტები ხშირია. ომის დაწყებიდან ძალიან მალე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყებდა პარტიზანულ ომს. რასაც ვაკვირდებით, ეს თავისი მოქმედებით არ არის პარტიზანული ომის ნაწილი, მაგრამ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სწორედ დივერსიული ჯგუფები დგანან ამის უკან?

დავით კუხალაშვილი: სამ შემთხვევაზე შეიძლება ვისაუბროთ: პირველი ვერსია - დივერსიული ჯგუფები. მეორე - ეს შეიძლება იყოს უკრაინული დივერსიული ჯგუფები, ან უცხო ქვეყნების დავალებით მოქმედი პირები, ან პირთა ჯგუფები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ და მესამე ვერსია - ეს შეიძლება იყოს თვითონ რუსეთის სამხმედრო დაზვერვის მიერ ორგანიზებული პროცესები, რომელიც შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისთვის სჭირდებოდეს. გვახსოვს ყირიმში ხიდის აფეთქებამ რა შედეგები მოიტანა უკრაინისათვის, ამ დროს სულ სხვა შედეგებისთვის იყო გათვლილი. ვფიქრობ, რომ ამ სამი მიმართულებით უნდა ვიმსჯელოთ.

ზოგადად, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია, აშშ და ევროპული სახელწმიფოები ახორცილებენ, საბრძოლო მოქმედებები იქნება, მცირე, თუ ფართო მასშტაბის, ამისათვის აუცილებელია, რომ ომის დაწყებამდე პერიოდში, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ, მუდმივად მუშაობდეს პროპაგანდა, რომელიც ხელშემწყობი უნდა იყოს იმ ქმედების განხორციელებისა, რომელსაც ახორციელებს ესა თუ ის სახელმწიფო თავისი სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით.

ამიტომ ამ საომარ მოქმედებებში ყველას სჭირდება გამამართლებელი ფაქტობრივი მასალა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი მობილიზებული უნდა იყოს იმისათვის, რომ თუ რუსეთის ფედერაცია რაღაცა განსაკუთრებულ საზიზღრობას ჩაიდენს უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მან საბაბად გამოიყენოს ის, თითქოსდა მიზანმიმართული ხანძარი, რომელიც თითქოსდა უკრაინული დივერსიული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული.

ამ დროს, შესაძლებელია საერთოდ არ იყო უკრაინული დივერისიული ჯგუფების მიერ ორგანიზებული...

- რა თქმა უნდა. პროპაგანდა მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ რაც შეიძლება ადამიანები სიღრმეებში ვერ წვდებოდნენ იმ ქმედებათა აზრს, რასაც ახორციელებენ სადაზვერვო სამსახურები. ეს არის ყველა დემოკრატიული, თუ არადემოკრატიული სამსახურების სადაზვერვო სამსახურების ტაქტიკა და მით უმეტეს რუსეთის. თუმცა არის განსხვავება, რასაც რუსეთის დაზვერვა ბინძურად და პირდაპირი მეთოდოლოგიით აკეთებს, მაღალი დემოკრატიის სახელმწიფოები ამას ღიმილით აკეთებენ.

ამ ფონზე საინტერესო იყო ვლადიმერ პუტინის განცხადება. ის ამბობს, რომ დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შემდეგ მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება. საუბრობს კონფლიქტის ხანგრძლივობაზე, მისი განცხადებები და ვითარება ბახმუტში, სადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ წარმატება, უკვე ადასტურებს, რომ რუსეთი არ აპირებს კონფლიქტის შეჩერებას და უფრო ხისტი ხდება, ვიდრე იყო?

- ის პროგნოზები და დასკვნები, რომლის მიმართ საზოგადოებას და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას უყალიბდებოდა აზრი, კერძოდ, პრობლემის უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ, ეს აზრი პრაქტიკულად ჩამოიშალა. დასავლეთის და აშშ-ის მიერ განხორციელებული დახმარებები არის არასაკმარისი უკრაინისთვის და შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი და ზიანის რაოდენობა უკრაინაში იზრდება. არც აშშ და არც ევროპული სახელმწიფოები არ ცდილობენ ჩაერიონ ამ კონფლიქტში ისე, რომ შეწყვეტილ იქნას საომარი მოქმედებები.

ალბათობის მაღალი ხარისხით ვფიქრობ, რომ მსოფლიო მმართველობის, სამხედრო და ეკონომიკური წრეები დაინტერესებული არიან საომარი მოქმედების გაგრძელებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასე მარტივად ეს ყველაფერი არ დასრულდება. ცრუ მოლოდინები შეიქმნა და ამ ცრუ მოლოდინებმა არა მარტო საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, ალბათობის მაღალი ხარისხით უკრაინაც. ის, რასაც ეწოდეობდა სადაზვერვო ონფორმაციები, რეალურად, ცრუ მოლოდინებზე იყო დაყრნობილი და ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, აშშ-მა და ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა ითამაშონ დადებითი როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვექნება ის შედეგები, რომელიც ჩვენი ეროვნული იტენესებისთვის იქნება ხელსაყრელი.

დასავლეთმა და აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ კონფლიქტი დროულად იქნეს დარეგულირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაპირისპირებული მხარეები არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის. თქვენ ფიქრობთ, აშშ-ის და დასავლეთის თანამონაწილეობის შედეგია ის, რომ მხარეები ვერ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან?

- რა თქმა უნდა, ეს არის აქტიური მოქმედები, რაც გამოხატულია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებით. ამ ფონზე მოლაპარაკების წარმოება სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთისათვის არის წამგებიანი. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ყველა მხარემ უნდა გადადგას თავისი ნაბიჯები და პირველ რიგში იმან, ვინც შუამავლის ფუნქციას ასრულებს. თუ დაინტერესებული არის აშშ და ევროპის სახელმწიფოები ამ კონფლიქტის დარეგულირებით, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, მათ თავიანთ მოქმედებებს უნდა გადახედონ. მე, მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ადგილი აქვს გარკვეულ პროვოცირების ელემენტებს უკრაინასთან მიმართებაში და ცრუ იმედების გაღვივებას. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისათვის დამანგრეველია ის, რაც ხდება.

რა გზა აქვს დასავლეთს - არ დაეხმაროს უკრაინას, როცა საქმე გვაქვს აგრესორთან, რომლის მთავარი მიზანია უკრაინის დაპყრობა?

- ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები, შუამავალი სახელწმიფოები გარკვეულ კონსენსუსს აღწევენ. როგორც ეტყობა, ამ ეტაპზე დასავლეთი და აშშ კონსენსუსამდე ვერ მიდიან. ამ შემთხვევაში, რუსეთი წაგებაზე არ იმუშავებს. პოზიციების დათმობა ნიშნვს ხელისუფლების კრახს, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ შეიძლება 1917 წელიც კი განმეორდეს რუსეთის ფედერაციაში.

მე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - ევროპულ სახელმწიფოებს და ამერიკასაც თავის სტრატეგიაში უდევთ ერთი რამ - ასე იყო 100 წლის წინ და ასე არის ახლაც - რუსეთი უნდა იყოს ერთიანი და მთლიანი. პუტინი იქნება, თუ სხვა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა გავაანალიზოთ ჩვენ და საზოგადოებამ ის გარემოება, რომ მსოფლიო თანამეგობრობას და სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ეს კონფლიქტი თავიდან აერიდებინათ. ამ შემთხვევაში, არც ერთი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა არ გაატარა ქმედითი ღონისძიებები, რომ ეს მოქმედებები არ განხორციელებულიყო. ამიტომ, პასუხისმგებელი ამ პროცესსზე არის რუსეთი, როგორც ომის მონაწილე, მაგრამ ინსპირანციის თვალსაზრისით, პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ს და იმ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოებს და მათ შორის სამხედრო ბლოკ ნატოსაც, რომელსაც ძლიერი სადაზვერო უწყებები გააჩნია.

ლაზი ობიექტური ანალიზია. ამ ომის აცილება შეიძლებოდა, მაგრამ ყველას ომი აწყობდა. რუსეთი წამოეგო ანკესზე. უკრაინა კი გაუცნობიერებელი მსხვერპლია. ეს ხომ ფაქტიურად სამოქალაქო ომია, სადაც მხოლოდ მესამე მხარე იმარჯვებს. რუსეთი ანგრევს უკრაინას, კარგი დღე არც თითონ ადგება. ყოველივე ამით სარგებლობენ ისინი ვინც მათ ხელს უწყობს ამ პროცესში, თუმცა არც ევროპაც არანაკლებ ზარალდება. ყველა დანარჩენი კი ნამდვილად სარგებლობს. მოკლედ ეს არის ომი, სადაც ერთდროულად, სამი კურდღლის მონადირება ხდება.
1 წლის უკან