თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს მიხეილ დარჩიაშვილი დაიკავებს (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს მიხეილ დარჩიაშვილი დაიკავებს (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე კითხვა ლევან დოლიძის შემცვლელზე დაუსვეს.

როგორც ცნობილია, მინისტრის პირველი მოადგილე ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგება. „არაფერი საიდუმლო არ არის, იმიტომ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილია პრემიერ-მინისტრთან.

მიხეილ დარჩიაშვილი ამჟამად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის მოადგილის, დესპანის თანამდებობაზე. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა აშშ-ში ჩვენი ელჩის მოვალეობასაც. როგორც კი შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდება ის უახლოეს პერიოდში ჩამოვა და დაიკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას და გარკვეულწილად პორტფელი, რომელიც ქონდა ლევან დოლიძეს, ნაწილი საგარეო და ნატოსთან ურთიერთობები, გადაბარდება ბატონ დარჩიაშვილს. რაც შეეხება პირველი მოადგილის შერჩევას, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მოადგილე და როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, გაგაცნობთ.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.