ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლარზე ძვირად ვერ გაყიდის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო ბაზარზე შესაძლოა, დიდი ცვლილებები მოჰყვეს და ნავთობის ფასი კიდევ დაეცეს. იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთი აღნიშნულ ლიმიტს არ დაეთანხმება და ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებას შეწყვეტს, შეიძლება გაძვირებაც დაიწყოს, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან დაწესებული ზედა ზღვარი, რუსული ნავთობის ამჟამინდელი რეალური ღირებულებისაგან დიდად არ განსხვავდება.
შეთანხმება კომპრომისულია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებითაა განპირობებული. ფასის ლიმიტი პერიოდულად გადაიხედება და ბაზრის დინამიკასთან შესაბამისად შეიცვლება, თუმცა კანონპროექტში გაწერილია, რომ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი საშუალო საბაზრო ფასზე მინიმუმ 5%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს.
საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი „ურალსის“ ღირებულება ამჟამად ისედაც 69 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტს რთულია მკაცრი ან ეფექტიანი ვუწოდოთ, რადგან ის ძალიან ახლოსაა საბაზრო ფასთან და რუსეთის მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციით საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც შეუფერხებლად მიიღოს.
მიმდინარე კვირას ვენაში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაცაა დაგეგმილი, სადაც ნავთობის წარმოების სამომავლო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპეკის წევრი სახელმწიფოები საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების გეგმას განიხილავენ, რომელსაც მხარს უჭერენ ორგანიზაციის დე ფაქტო ლიდერები - საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია. ამით ნავთობის მუდმივად კლებადი ფასების შეჩერებას ცდილობენ.
ამ ეტაპისთვის დღიური მიწოდების დამატებით 500 000 ბარელით შემცირება განიხილება, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ოპეკმა აშშ-ის და ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნა გაითვალისწინოს და ზამთრისთვის მიწოდება უცვლელად დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ ნავთოექსპორტიორთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკვანძო როლს ჩინეთის ფაქტორი ასრულებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება. ეს აჩენს იმის რისკს, რომ ქვეყნის მთავრობამ მკაცრი ლოქდაუნები დააწესოს, რაც, თავის მხრივ, ნავთობის ფასების შემცირებას გამოიწვევს.
ბუნებრივია, ოპეკის წევრი სახელმწიფოების ინტერესებში არ შედის ნავთობის გაიაფება, რადგან ისინი ყველაზე დიდი ეკონომიკურ სარგებელს სწორედ მაღალი ფასების პირობებში იღებენ.
ნავთობის გაიაფების რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რომლის ვარაუდითაც, ფასის კლების პროცესი ისევ გაგრძელდება.
„ფასებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დადგინდა ზღვრული ფასი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გაყიდის იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე განუსაზღვრეს. რუსეთისათვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღის ხელიდან გამოცლა, რომელიც მას გააჩნია ენერგორესურსების ექსპორტისა და რეალიზაციის მიმართულებით, ხოლო რიგი ქვეყნებისათვის იგი ნიშნავს შედარებით იაფ ნავთობს.
აშშ-ს გადაწყვეტილებაც ვენესუელას მიმართ, რომ შეუმსუბუქოს სანქციები, ამით აიხსნება. ყველაფერი, საბოლოოდ, ფასის ჩამოყალიბებაზე ახდენს ზეგავლენას და ღირებულებამ უკვე დაიწყო მნიშვნელოვნად შემცირება. მომავალში გაიაფების პროცესი კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ბაირახტარმა.
ამჟამად საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი „ბრენტის“ ღირებულება 85 დოლარია, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი 79 დოლარის ფარგლებშია.
ამათ ქვეყნები როგორ ანდეს?
ეს არანორმალურები თავის წვეყნებს ხომ ღუპავენ და ღუპავენ და ახლა მთელ მსოფლიოს ღუპავენ.
გიჟი მიუშვი ნებასაო.
ხახოლებზე აღარ ვამბობ არაფერს.
იმათ დაამტკიცეს, რომ არანორმალურები არიან.
ევროპელებიც შორს არ ყოფილან მათგან.
განსაკუთრებით გერმანელები.
ფრენგები კიდევ ფაფხურობენ რაღაცას.
მაგრამ, ეს გერმანელი ფაშისტის შტამომავალი საერთოდ ტვინგაყინულია. ეგ დოტზე უნდა მიუშვა პირდაპირ, შუბლში, ყოველგვარი მანევრებისა და ინსინუაციების გარეშე.
თუ ვერ აიღებს, თავად მაინც შეეწირება.
რასაც ახლა აკეთებს კიდეც.
მალადეც ამერიკელებს.
ასეთების გამოჩხრეკვას ნიჭი უნდა.