მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვეს

ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საკუთარ ოფისში 23 ივნისს დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

დოი ვაა რა ვერ გავიგე,უკვე ლეგიტიმური გახდა ამათთვის პრეზიდენტი?...თანაც რა უცბად გამოცუნცულდნენ...
14 საათის უკან