დასავლური მედია, რომელიც კავკასიის საკითხებს აშუქებს, სამწუხაროდ, რეალობის მიმართ სიმბოლიზმის გამოყენებისადმია მიდრეკილი

დასავლური მედია, რომელიც კავკასიის საკითხებს აშუქებს, სამწუხაროდ, რეალობის მიმართ სიმბოლიზმის გამოყენებისადმია მიდრეკილი

იმათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ საქართველოს გაუთავებელი პოლიტიკური შფოთი შემცირდებოდა 2012 წელს ხელისუფლების გადაცემის შემდეგ, ბოლო შვიდმა თვემ მცირე იმედი თუ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით, მსგავსი ინიციატივები მანიც მეორეხარისხოვნად ჩანს არსებულ ხმაურის ფონზე. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას მაისში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დარბევაზე თბილისში და რამდენიმე დღის შემდეგ ექს-პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შესახებ. ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისა და მედიის რეაქცია ამ მოვლენებზე არ იყო არც კონსტრუქციული და არც განმარტების მომცემი. საუბედუროდ, მსგავსი რეაქცია გახდა კავკასიის რეგიონის შესახებ არსებულ გავრცელებულ შეხედულებად: რეალობის მიმართ სიმბოლიზმის გამოყენებისადმი მიდრეკილება.

ირონია აღინიშნებოდა საქართველის 17 მაისის დემონსტრაციის მიმართ არსებულ რეაქციებში, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდმა ჯგუფმა თბილისის ცენტრში გამართულ სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველთა მიტინგს შეუტია. ძალადობის გამოვლენით შეძრწუნებული დამკვირვებლები და ქართველი ლიბერალები სამართალდამრღვევების მიმართ მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ ამოქმედებას ითხოვდნენ. მაგრამ როცა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამავდროულად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, მერაბიშვილის დაკავება იყო არა მარტო 17 მაისის ტრაგედიიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, არამედ დღევანდელ საქართველოში ვენდეტის პოლიტიკის განხორციელების დამამტკიცებელი საბუთი.

გავრცელებული კრიტიკის მიხედვით, მაშინ, როცა მერაბიშვილის პატიმრობა უსაფუძვლო პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს, კვირა ნახევარი, რაც სახელმწიფოს იმ რვა ადამიანისთვის ბრალის წასაყენებლად დასჭირდა, საკმაოდ გრძელი პერიოდი აღმოჩნდა - მსგავსი კოგნიტიური დისონანსი დამახასიათებელია დასავლური მედიისთვის, როცა ისინი ქართულ პოლიტიკას ეხებიან.

რა თქმა უნდა, არარსებობს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან 17 მაისის დარბევაზე, უნდა დაისაჯონ, საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს, ნამდვილი დემოკრატია ფესვებს ვერ გაიდგამს უმცირესობების უფლებების დაცვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები გადამეტებულად გმობენ ჰომოსექსუალიზმს (88% 2011 წლის მონაცემებით), გადაჭარბებულია იმის ფიქრი, რომ ის რამდენიმე ათასი რადიკალი, რომელმაც ქუჩა დაიკავა და მშვიდობიან მომიტინგეებს შეუტია, სტატისტიკურად მთლიან საქართველოს წარმოადგენს.

შეიძლება საზოგადოებას არ მოსწონდეს ცხოვრების ალტერნატიული სტილი, მაგრამ 17 მაისს შეკრებილი ხალხი არ წარმოადგენდა უბრალოდ და ექსპრომტად შკრებილ ჯგუფს. ეს უფრო იყო კარგად კოორდინირებული საპასუხო დემონსტრაცია, რაც წარმოადგენდა ექსტრემისტული ჯგუფის ბოლო ქმედებას, რომელიც წინა წლების განმაბლობაში უტევდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების დამცველებს, ლიბერალებს და ჰელოუინის მოზეიმეებს.

გარკვეული დასავლელი ოფიციალური პირებისა და ექსპერტების რეაქციებისგან განსხვავებით, აზრს მოკლებული და არასწორია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ძალადობაში დადანაშაულება. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას მომზადებული არ შეხვდა, მთავრობამ დაიწყო დამნაშავეების დაკავება, გააკეთა განცხადებები უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ და რაც ყველაზე საყურადღებოა, მსგავსი განცხადება გაკეთდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.

17 მაისამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები თანასწორი მოქალაქეები იყვნენ და ბრძანა, რომ საზოგადოება ამას საბოლოოდ შეეგუებოდა. ძალადობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დადო პირობა, ყველა ვინც პასუხისმგებელი იყო ამ მოვლენებზე, დაისჯებოდა და ისიც კი დასძინა, რომ ამ შემთხვევაში სასულიერო პირად ყოფნა, ალიბს არ წარმოადგენდა.

პარლამენტის სპიკერს დავით უსუფაშვილს უფრო მწვავე რეაქცია ჰქონდა და პირდაპირ გააკრიტიკა ეკლესიის როლი ძალადობაში. არც ყოფილი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიმოსა დიდებით მომხდარის გამო, რადგან ძალიან მცირე თუ ჰქონდა გაკეთებული წინა წლებში მართლმადიდებული ექსტრემისტული ძალადობის შესამცირებლად.

ძალიან ბევრი დასავლელი დამკვირვებელი ცდება, როცა 17 მაისის მოვლენებს მერაბიშვილის დაპატიმრებას უკავშირებს. მაშინ, როცა 17 მაისი გახლდათ რეაქციული ღირებულებების გამოვლინება, ხსენებული კრიტიკოსების აზრით, მერაბიშვილის დაპატიმრება პოლიტიკურ დასჯაზე მიუთითებს.

და მაინც, მიუხედავად დაკავებული თუ დაკითხული პირების რაოდენობისა, ოქტომბერში ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან ერთი ადამიანიც კი არ არის დამნაშავედ ცნობილი და მხოლოდ ორი პიროვნება - ციხეების ყოფილი უფროსი, ბაჩო ახალაია და ამჟამად, უკვე, ვანო მერაბიშვილი იმყოფებიან წინასწარ დაკავებაში. ციხის სკანდალში ჩართული უფრო დაბალი თანამდებობის პირებისთვის მისჯილი სასჯელი კი გასაოცრად მსუბუქი გახლდათ. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.

საქართველოს სერიოზული დამკვირვებლებისთვის მერაბიშვილის დაკავება უმნიშვნელო მოვლენაა. მაშინ, როცა მისი დაპატიმრების დროს, არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნდა, უნდა ითქვას ის, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სკანდალს მისი ხელი ეტყობოდა. გასული შემოდგომის ციხის სკანდალში მერაბიშვილი დადანაშაულებული იყო ჩანაწერების გაკეთების ბრძანების გაცემაში. გასული ზაფხულს მომხდარ გაურკვეველ სამხედროებსა და საქართველოს სპეციალურ ძალებს შორის მომხდარ საიდუმლოებით მოცულ შეტაკების შემთხვევაში კი საქართველოს სახალხო დამცველი და თავისუფალი ჟურნალისტი აცხადებენ, რომ ხსენებული სამხედროებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არიან დაკავშირებულნი.

მერაბიშვილია აგრეთვე ჩარეული სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, რომელმაც ფატალური შეცდომა დაუშვა, როცა შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს. უნდა აღინიშნოს ის, რომ მერაბიშვილს უფრო ხშირად იცავენ მისი მიღწევების გამო, ვიდრე კიცხავენ ბრალდებების გამო, რაც მმართველობის საკმაოდ ცინიკური ხედვაა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი, შესაძლოა, იყოს გარემოებების მსხვერპლი, მის დაპატიმრებაში გასაოცარი არაფერია.

ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ინტერვიუერმა სკეპტიკურად მკითხა, თუ რატომ იყვნენ დასავლელი კრიტიკოსები ასე აქტიურები საქართველოს მართლმადიდებლული ეკლესიის როლის გამო 17 მაისის მოვლენებისას, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ წინა მთავრობის დარღვევებს. მე არ მქონდა ამ კითხვაზე შესაბამისი პასუხი. მე ავარიდე თავი პასუხს და მივუთითე დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე. ამასთან, ძალიან დამაბნეველია ის, თუ როგორ ცდილობს ძალიან ბევრი ჩვენთაგანი დასავლეთში ხაზი გაუსვას ჩვენს ღირებულებებს და იგნორირება გაუკეთოს ან თუნდაც დაგმოს ადგილობრივი პრიორიტეტების ლეგიტიმურობა. ბევრ ქართველს, საუკეთესო შემთხვევაში, ეს ქედმაღლობად მიაჩნია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ორპირობად თვლის.

ნებისმიერი საშუალებით დასავლეთმა უნდა აიმაღლოს ხმა უმცირესობების უფლებების პატივისცემის მხარდასაჭერად. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ან უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის მიმართ შეგუება შეუძლებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც დიდი ხანია ელოდება ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ამავდროულად, წინა რეჟიმის ქმედებების გამოსწორება უნდა ჩაითვალოს თანაბრად ლეგიტიმურ ქმედებად.

ქართველების უმრავლესობისთვის წინა მთავრობის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება რეალობას წარმოადგენდა. როცა დასავლეთის კონსულტაციები მიმართული უნდა იყოს სადამსჯელო ქმედებების განხორციელების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს მიაყენებენ ესოდენ საჭირო საერთო პოლიტიკურ ინიციატივებს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კუთხით, მიმაჩნია, რომ არაფერია საგანგაშო გამოძიების ჩატარებასა და უსამართლობის დევნაში.

ის რომ თბილისი კვლავ პრო-დასავლურია, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სახელმწიფოების დედაქალაქები მხარს უჭერდნენერთიან ნაციონალურ მოძრაობასწინა არჩევნებზე, უთითებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არსებული მხარდაჭერის სიძლიერეზე. მაგრამ ამას არ ექცევა ყურადღება, როცა საქართველოს შედარებით ღია და დასაბუთებულ გამოძიებებს ახასიათებენ როგორც პოსტ-საბჭოურ შურისმაძიებლურ პოლიტიკას. უფრო ღიად რომ ვთქვათ, დასავლელი დამკვირვებლებს სურთ მიანიჭონ უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ტექტონიკური მნიშვნელობა მოვლენებს, როცა რეალობა ბევრად უფრო რუტინულია. 17 მაისი არ ამტკიცებს საქართველოს მიერ რადიკალურ თეოკრატიაში გადასვლას, მერაბიშვილის დაპატიმრება არ წარმოადგენს მოსალოდნელი რეპრესიების სიგნალს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობას ძალიან კარგად ესმოდა სიმბოლიზმის პოლიტიკური ძალა, საქართველო არ წარმოადგენს სიმბოლოს. ის უბრალოს არის არსებული ადგილი არსებული შემადგენელი ნაწილებით. დასავლეთმა საქართველო არ უნდა აღიქვას როგორც მსოფლიოში ჩვენი მდგომარეობის ანარეკლი, ან როგორც ლიბერალური ღირებულებების არასწორი ნიშნული. 17 მაისი და მერაბიშვილის დაპატიმრებაც კი არ წარმოადგენს მეტაფორას სადაც კანონის უზენაესობა დაპირისპირებულია კორუფციასთან, რუსეთი დასავლეთთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ „ქართულ ოცნებასთან“.

დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს სრულად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. და არავითარ მოწყალებას არ ვიღებთ საკუთარი თავის მიმართ ამ ხანგრძლივ პროცესში, როცა თბილისის (ამ დრომდე ზომიერ) მცდელობებს, მოაგვაროს წარსულის უსამართლობა, ვახასიათებთ როგორც პოლიტიკურ რესპრესიას და ვაკეთებთ შეუსაბამო შედარებას უკრაინაში მიმდინარე დემოკრატიის უკუსვლასთან. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს დემოკრატიული იდეალების ხელშეწყობა, უმჯობესია თბილისს გაუწიოს კონსულტაციები სერიოზული დანაშაულების მზარდ სამხილებზე მუშაობასთან დაკავშირებით, ვიდრე თავი მოიკატუნოს, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

http://www.the-american-interest.com/article.cfm?piece=1462