„არაფორმალურ დეოლიგარქიზაციის მკურნალობა კანონით როგორ შეიძლება?!“

„არაფორმალურ დეოლიგარქიზაციის მკურნალობა კანონით როგორ შეიძლება?!“

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტეპელაციით გამოსვლას პარლამენტში პარტია „საქართველოს“ წევრი, ბექა ლილუაშვილი უარყოფიდად აფასებს. მისი თქმით, პრემიერმა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმო დრო და არ ისაუბრა მთავარ საკითხზე - 12 პუნქტის შესრულებაზე.

ბექა ლილუაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენ ვუსმენდით იმ ნარატივს, რა ნარატივსაც უკვე დიდი ხანია ვისმენთ. მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი საუბრობდა თუ როგორ ჯობია დღევანდელი ხელისუფლება 10 წლის წინანდელ ხელისუფლებას. არადა ინტეპელაციის მთავარი საკითხი დასავლეთში ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულება იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამ ნარატივს აცოცხლებს და ყოველთვის ძალიან კარგად იყენებს როდესაც ასეთი გამოსვლებია პარლამენტში.

ამის გარდა პრემიერ-მინისტრი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხსა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასაც შეეხო. ამ მხრივ რამდენად ამომწურავი იყო ირაკლი ღარიბაშვილის პასუხები თქვენთვის?

- ომის რიტორიკასთან დაავშირებით როდესაც საუბრობდა, დარბაზში არ ვიმყოფებოდი, თუმცა შემდეგ გავეცანი მის საუბარს. უკრაინის ხელისფლების მოკავშირეებზე და ქარაგმებით საუბარი არავისთვის ფაზლის აწყობა არაა. ყველამ კარგად ვიცით, პრემიერი ამ სიტყვების მიღმა ვის გულისხმობს. რეალურად, ხელისუფლება რა რიტორიკას აწარმოებს ჩვენს პარტნიორებთან და მათ შორის ომთან მიმართებაში, ეს ყველაფერი პარტნიორების მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა. ჩვენ ვნახეთ, რომ გამოვიდა სენატორი და იყო საუბარი, რომ მოხდეს გადახედვა სტრატეგიული ურთიერთობის. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორებთან ურთიერთობაში წთელი ხაზი გადაკვეთა და ახლა უნარდაკარგულია, რომ ეს ურთიერთობები შემოატრიალოს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის იზოლირება არ მოხდეს.

რას გულისხმობთ წითელი ხაზის გადაკვეთაში?

- სამწუხაროდ, ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომ ვეღარ შემოატრიალებს და ვეღარ აღადგენს ურთიერთობებს. ხელისუფლებას აღარ აქვს ნდობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

თქვენს პარტიას რა კითხვები ჰქონდა და რამდენად მიიღეთ პრემიერისგან პასუხები?

- ჩვენ, სამწუხაროდ, ინტეპელაციიდან გამომდინარე, მხოლოდ კომენტარების გაკეთების საშუალება გვქონდა. თუმცა, არაერთი კომენტარი გავაკეთეთ. პრემიერს, როგორც ჩანს, ასეთი ტრადიცია აქვს, რომ კითხვეზე პასუხებს არ სცემს, მისთვის, როგორც ჩანს, ადამიანებისგან წამოსული კითხვები და შეფასებები საინტერესო არ არის.

თქვენ ახსენეთ, რომ პრემიერს 12 პუნქტის შესრულებაზე არ უსაუბრია. თუმცა, 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხის დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრებოდა. რატომ არ იღებს მონაწილეობას ოპოზიციის ნაწილი განხლივებში და თქვენ როგორ შეაფასებდით დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას?

- სხვების პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩართულები ვიქნებოდით. მიმდინარე მოვლენას ასე შევაფასებდი - „პარაცეტამონით“ არ შეიძლება ვირუსსაც უმკურნალო და შაკიკსაც. ანუ, უკრაინის მოცემულობა არის უკრაინის და კანონი, რომელიც იქ არსებობს, მორგებულია უკრაინაზე. რამდენად მოაგვარებს აღნიშნული კანონი უკრაინაში სიტუაციას, ეს ჯერ არ ვიცით და, ალბათ, მალე გამოჩნდება. მეორე მხრივ, როდესაც უკრაინული კანონმდებლობა გადმოგაქვს ჩვენს რეალობაში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან პრობლემები სხვა არის. პრობლემა არის არაფორმალური დეოლიგარქიზაცია. არაფორმალურ დეოლიგარქიზაციის მკურნალობა კანონით როგორ შეიძლება?! დააწესო ცნება, რომ ოლიგაქრი არის ის, ვინც ფორმალურად პარტიას აფინანსებს, ცოტა გაუგებარია. თუ ვინმე პოლიტიკურ პარტიას ღიად აფინანსებს, მას უკვე ფორმალურად ისედაც აქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. აქ საუბარი ფორმალურ ძალაუფლებაზე არაა, საუბარია არაფორმალურ ძალაუფლებაზე. შესაბამისად, ეს კანონი შედეგებს არ მოიტანს.

როგორ ფიქრობთ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი აღნიშნულ კანონპროექტს იმიტომ გამოუცხადა, რომ შესაძლოა ოლიგარქის სიაში დავით კეზერაშვილი აღმოჩნდეს?

- შეიძლება ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, ამიტომ გამოაცხადეს ბოიკოტი.

leviko ყველა პარტია ერთს ფიქრობს როგორმე საკემბზე მოსკუპებას როცა ტქვენ მოხვალტ დავინახავთ როგორები იქნებით
1 წლის უკან