რონალდუ:

რონალდუ: "ზაფხულში "ნაპოლის" ვესაუბრებოდი, არაბეთში კი 350 მილიონზე უარი ვთქვი"

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ზაფხულში „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ არაბეთიდან ძალიან სარფიან კონტრაქტზე უარი თქვა.

„პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვარ და პრესა წერდა, რომ არავის ვუნდოდი. ვის არ უნდა ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 32 გოლს იტანს? ზაფხულში ვესაუბრეთ „სპორტინგს“ და „ნაპოლის“ მაგრამ ინგლისში დარჩენა ავირჩიე. ასევე ვადასტურებ, რომ არაბეთიდან 350-მილიონიანი შემოთავაზება მქონდა. ადრენალინით სავსე ვარ, მაგრამ ბოლო წლებში ფეხბურთელი ბიზნესად გადაიქცა. ჯორჯინა ამბობს, რომ ფეხბურთელებს ხორცის ნაჭრებად გვიყენებენ. ჩემი გატაცება ხელშეუხებელია, მაგრამ ბევრი რამ არის, რაც არ მომწონს.

ტენ ჰაგი? არ უარვყოფ, რომ მწვრთნელთან ურთიერთობა კარგი არ მაქვს. ის პატივს არ მცემს და ამას ვერ შევეგუები. ახლა ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატია, ჩემი მეხუთე და შესაძლოა, ბოლო ჩემპიონატი. მინდა, კარგად ვითამაშოთ. არ ვიცი, იანვარში „მანჩესტერში“ დავბრუნდები თუ არა, მაგრამ გულშემატკივრები ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან, რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთო.

„ტოტენჰემთან“ სტადიონის დატოვება? ტენ ჰაგისგან პროვოკაციას ვგრძნობდი. მას უნდოდა 3 წუთი ვეთამაშებინე, უკაცრავად, მაგრამ მე ამ ტიპის მოთამაშე არ ვარ. ბოდიში მოვიხადე, შეცდომა დავუშვი, მაგრამ 3 დღით გუნდიდან მოკვეთა მეტისმეტი იყო. „მანჩესტერში“ დაბრუნების გადაწყვეტილება ემოციურად უფრო მივიღე, ვიდრე რაციონალურად, მაგრამ არა უშავს. არ ვამტკიცებ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ, არავინაა ჩემზე უკეთესი, მაგრამ არც მე ვარ ვინმეზე უკეთესი.

იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგას „მანჩესტერი“ მოიგებს, მაგრამ შემდეგ „არსენალს“ ვგულშემატკივრობ. მომწონს მათი მწვრთნელი, კარგი გუნდი ააშენეს. „მანჩესტერი“ თუ პრემიერლიგას ვერ მოიგებს, ბედნიერი ვიქნები „არსენალის“ გამარჯვებით.

ლიონელ მესი დიდი, ჯადოსნური ჩემპიონია და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის და ზიდანი საუკეთესო ფეხბურთელები არიან, ვინც ოდესმე მინახავს და მომწონს, ჩემზე, როგორც საუბრობს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩემი ჰეთ-თრიქით მესის არგენტინასთან გამარჯვება? შემიძლია ვთქვა, რომ თუ ასე მოხდება, 100%-ით კარიერას დავასრულებ“, - თქვა რონალდუმ.