„შაჰინი ერთ-ერთი იყო იმ სენატორებს შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვდა, ენმ-ის ლიდერების მიმართ მართლმსაჯულება შეეწყვიტა“

„შაჰინი ერთ-ერთი იყო იმ სენატორებს შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვდა, ენმ-ის ლიდერების მიმართ მართლმსაჯულება შეეწყვიტა“

ამერიკის კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორებში, როგორც აღმოჩნდა, ინტერესი არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშორონ, თუმცა რა არის ამის მიზეზი უცნობია. უკვე არავისთვის აღარ არის გასაკვირი ამერიკელი დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველამ იცის, რომ ეს არის სენატორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გარკვეული სენტიმეტები აკავშირებს. შესაბამისად, არ იყო მოულოდნელი გუშინწინ მის მიერ მმართველი გუნდის წინააღმდეგ გაკეთებული მწვავე შეფასებები. სენატორი ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ვალდებულებების შესრულება გადაიფიქრა, რითაც საკუთარ სიტყვას უღალატა.

მისივე თქმით, ხომ არ არის დრო ამერიკამ საქართველოს დაფინანსებას გადახედოს და იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს. ასევე სენატორმა საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნა, ხოლო მოსახლეობას მოუწოდა, რომ მთავორბა სჯობს გონს მოიყვანონ.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ამერიკაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. ამის მიზეზი კი საქართველოს ომში ჩართვაა, რათა ჩვენი ქვეყანა კონკრეტული და პირადი მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ ჯგუფის ინტერესის ობიექტი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყოს. ამ ეჭვის გასამყარებლად კი, საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებული ფოტო მოჰყავთ, სადაც ასახულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის და აშშ-ის ექსჩინოსნის, კურტ ვოლკერის შეხვედრა.

კურტ ვოლკერი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანია და ის წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში. მას საკამოდ დიდი გავლენები და კონტაქტები აქვს. ამიტომაც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კეზერაშვილის სახით სწორედ ამ დასაყრდენს ეძებენ, რომელიც ქვეყანაში არეულობას შეძლებს და ქართველ ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს. ამას კი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ ოპოზიციური პარტიების მეშვეობით გააკეთებს, რომელსაც ის აფინანსებს.

„ერთადერთი იყო სენატორი შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არავის უსაუბრია. შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და დღემდე რჩება, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ მეგობრად“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე და ენჯეოებს იმ თანხებს არავინ ჩამოაჭრის.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკის სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ის საქართველოს საკითხებზე მომუშავე სენატორია, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკას სხვა სენატრორებისგან განსხვავებით ძალიან კარგად იცნობს. ის იყო იმ სენატორებს შორის, რომელიც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილთან შევიდა და აიძულეს ხელისუფლება დაეთმო. მიუხედავად ამისა, შაჰინია ის სენატორი, რომელიც „ნაციოანლური მოძრაობის“ ხელისუფლების გულშემატკივარი იყო და დღემდე რჩება.

„როდესაც „ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიმართ დაიწყო, შაჰინი იყო ერთ-ერთი იმ სენატორებს შორის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვდა, რომ ე.წ. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება ენმ-ის ლიდერების მიმართ შეეწყვიტა. ყველაზე საინტერესო და საგულისხმოა მათი მეთოდი, რომ ერთმანეთს საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დაუპირისპირონ.

იგივე ევროპარლამენტარების რეზოლუციებსაც თუ ვნახავთ, იქაც ასეთი წითელი ხაზით არის მოცემული, თითქოს ქართველი ხალხი დგას ერთ პოზიციაზე და ხელისუფლება სხვა პოზიციაზეა. ცდილობენ, ამით ჩვენს საზოგადოებაში მოამწიფონ ვითარება, რათა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთ მაგალითს შეგახსენებთ, როცა უკრაინის მხარდასაჭერად ხალხი გამოვიდა, ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა ხალხი უფრო უკეთესია, ვიდრე მთავრობა. ეს არის სწორედ ის მეთოდი, როცა ამ ადამიანებს უნდათ, რომ საზოგადოებაში მათთვის სასურველი განწყობა გაჩნდეს, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალონ. ამიტომც ყოველთვის შემოაქვთ ნარატივი, რომ ერთმანეთს ქართველი ხალხი და ხელისუფლება დაუპირისპირონ“, - ამბობს ზაალა ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, კონკრეტული ამერიკელი სენატორები და მაღალჩინოსნები აშკარაა ცალმხრივი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გასაგებია ეს ხალხი ინფორმაციას ვისგანაც იღებს და რატომ გამოაქვთ ასეთი დასკვნები. აქედან გამომდინარე, ანჯაფარიძე კითხულობს რას აკეთებს იქ ჩვენი საელჩო და ის ლობისტური ფირმები, რომლებსაც „ოცნება“ მილიონებს უხდის. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამა და ამ დროს სენატის საგარეო კომიტეტის სხოდმა იგეგმებოდა. ანალიტიკოსი გაკვირვებას გამოხატავს, რატომ მოხდა ამ დონის დიპლომატიური კრახი.

რაც შეეხება იმას, ვისგან შეიძლება ამერიკელი სენატორების ნაწილი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ინფორმაციას იღებდეს - ანჯაფარიძე ამბობს, რომ ესენი არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულები არიან. ასევე ხაზს უსვამს დავით კეზერაშვილის და აშშ-ს ექსმაღალჩინოსნის კურტ ვოლკერის შეხვედრას, რომელიც ცნობილია თავისი გავლენებით, როგორც ამერიკაში ასევე ევროპასა და უკრაინაში.

ანალიტიკოსი ფიქრობს, სავარაუდოდ, კეზერაშვილის საქართველოში პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად ამერიკაში დასაყრდენს და მფარველებს ეძებს. ამის ნათელი მაგალითი კი სწორედ ეს შეხვედრაა.

„ისეთი მაღალი რანგის ყოფილი დიპლომატი, როგორიც კურტ ვოლკერია, რატომ უნდა დამჯდარიყო ძებნილ კეზერაშვილთან კაფეში საჯაროდ? მართალია, არ შემიძლია ამ კონსპიროლოგიურ თემებში შესვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან საქმეზე სალაპარაკოდ შეხვდნენ. ვვარაუდობ, რომ კეზერაშვილი ცდილობს ქვეყნის გარეთ ლობისტები და მფარველები იპოვოს. უკვე ყველამ კარაგდ იცის, ის საქართველოს პოლიტიკურ ცოხვრებაში აქტიურად ერევა. აფინანსებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ოფიციალურად მედიასაშუალება აქვს და აგერ, ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელში ჩაგდება სურს. ის ცდილობს გავლენიანი ადამიანები იყიდოს, რომ მერე მათი გავლენები ოპოზიციის სასარგებლოდ გამოიყენოს.

როდესაც ასეთ განცხადებებს სენატორები, ევროპარლამენტარები აკეთებენ, შემთხვევით არ ხდება. ვიღაცა მათზე გავლენას ახდენს, ამუშავებენ და ეუბნებიან, რომ ესა და ეს მესიჯი უნდა გააჟღერონ. ეს არის ლობისტობა, მეტი კი არაფერი. ვარაუდით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ რამდენადაც ამ მექანიზმს ვიცნობ, ასეთი გავლენიანი პირები არიან, რომლებსაც სენატორებზე და ევროპარლამენტარებზე ზეგავლენა შეუძლიათ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის უპასუხისმგებლო განცხადება საქართველოს ხელისუფლებაზე პირველი არ არის. აბაშიძე for.ge-სთან აცახდებს, რომ ის და მისი თანამებრძოლი რამდენიმე სენატორი, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას, ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებდა. ასევე, არაერთი განცხადება გვახსოვს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ ბიზნეს ატერორებდა, რაც დიდი ტყუილი იყო. არადა ეს ყველაფერი მამუკა ხაზარაძის ანაკლიის პროექტის აფიორას უკავშირდებოდა.

„ის, რომ სენატორი შაჰინი და ცალკეული სხვა პოლიტიკური აქტორები აკეთებენ ზერელე განცხადებებს საქართველოზე, სიახლე არ არის, მაგრამ ყურადსაღები ის განცახდებებია, რომელსაც ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს წარმომადგენლები აკეთებენ. ეს ადამიანები საქართველოს ცხოვრებას სხვადასხვა მიმართულებით კომპლექსურად აკვირდებიან. შესაბამისად, მათი დასკვნები ყოველთვის ადეკვატურია და ამასთანავე იძლევიან მეგობრულ რჩევებს. ესა თუ ის პრობლემა როგორ დავძლიოთ. თუმცა კონგრესის შენობიდან, ცალკეული სენატორების დიდაქტიკური ლექციები, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის საარჩევნო სისტემის ხარვეზზე ეუთო/ოდირი საუბრობს, ნამდვილად უადგილოა. ყველამ კარგად ვიხილეთ ამერიკის შუალედური არჩევნები როგორც ჩატარდა. შესაბამისად, ასეთი დიდაქტიკური ტონით ჩვენი დამუნათება არა მგონია სწორი იყოს. რაც შეეხება დავით კეზერაშვილის პერსონას და მის მიმართ ზოგიერთი ამერიკელის ინტერესს - ვფიქრობ, კეზერაშვილის ფიგურა იმ ამერიკელების პოლიტიკურ ელიტებს აწყობს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირება სურთ. მათთვის, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა საქართველოს ჩათვლით, არაფერს წარმოადგენს. მათთვის ეს არის საშუალება, რომ რუსეთთან დაპირისპირება აწარმოონ, ხოლო ომის შედეგად, მილიარდობით სარგებლობა მიიღონ. ამიტომ, ამ ეტაპზე, კეზერაშვილი სჭირდებათ. როგორც ჩანს, ამერიკელების ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ კეზერაშვილს აქვს პოტენციალი, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ახლანდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არიოს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციების მქონე მოსახლეობისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში სიმშვიდე უნდა იყოს, განვითარება და წინსვლა. სწორედ ამას უწონებენ საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელიდან. ამიტომაც აბაშიძე ფიქრობს, რომ ვაშინგტონიდან ზოგიერთი სენატორის უპასუხისმგებლო განცხადებები ნამდვილად მიუღებელია. აბაშიძე მიიჩნევს, რომ მათი განცხადებები, კერძო ანგარებებთან და ფინანსურ ინტერესებთან არის დაკავშირებული.

 

trampi მაია ნიკოლეიშვილი: მაია ნადირაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მათ უნდოდათ დაშინების გზით შეექმნათ მორჩილი საზოგადოება

შათირიშვილი: ყველა პროცესის უკან, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის მიერ წარიმართება, სინამდვილეში ამერიკელები დგანან. ბოლო მტკიცებულებაა სკანდალური ფოტო, რომელზეც ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან ერთად კურტ ვოლკერია გამოსახული

ჰოოდა ეგეთი ჩათლახები რომ არიან 13 წელი იმიტომაც ვლანძღავ კოლუმბს --ყველა ჩათლახობის უკან ყოველთვის ეგენი იდგნენ და დგანან

დიახაც----------- ამერიკელების ჩვენთან ურთიერთობის ერთადერთი მიზანი საქრთველოს მორჩილ საზოგადეობად ჩამოყალიბება არის ( და იყო)
... და ამ ხელისუფლების პირობებში მეტნაკლებად ამას რომ ვეღარ აკეთებენ, იმიტომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება
პლიუს რუსის ტრაკში პასტაიანი ეკალი უნდა ვყოფილიყავით .............თან დათვისთვის უნდა გვეჩხიკინა კიდეც ...(როგორც კოღოს სპილოსთვის)
იმათ მხოლოდ ცირკის მაიმუნებივით იმათ დაკრულზე მოცეკვავე საქართველო აწყობთ და უნდათ თორე---- დანარჩენი ხუინააა.....რა რეფორმები, რა ადამიანის უფლებები...... რის საკუთრება, რა ატამი, რის შოკოლადი ....ეგ ყველაფერი არის ინტრუმენტი ხელისუფლების დასამუნათებლად, თორემ ჩვენთან დემოკრატია იქნება თუ დიქტატურა იმათ სულ სირზე ეკიდათ და ჰკიდიათ.....მთავარია მათი გეგმები შეასრულოს აქაურმა
ხელისუფლებამ.....თორე გრიშა იქნება თუ მიშა, იმათ ეგ სულაც არ აინტერესებთ.... უბრალოდ ნაცები იმათ დავალებას ჩვენს დარეფორმირება--დამორჩილებას დარგში ხუთიანზე ასრულებდენ და იმიტომ უნდათ ისევ იმათი მობრუნება
ხელი ეშლებათ რუსებთან ომში, ხელი...........სხვისი ხელით რომ ომობენ რუსებთან ............
. თუ ტრაკი აქვთ თითონ ეომონ რუსებს, ამ საწყალ უკრაინელებს რას უჩხიკინებენ და რას ახოცინებენ რუსებს............
რუსეთი ასეთია .....რუსეთი ისეთია ....რუსეთი ასეთია .......... რუსეთი ისეთია .
..დიახაც არის !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!....
მაგრამ ჩვენი ხიროხიტოსი არ იყოს ამერიკა რააა....მსოფლიოში გოზინაყით და ჩურჩურჩხელებით დარბის ,,დემოკრატიის,, დასამყარებლააად??
ორივე ერთმანეთზე უარესია!!!!!!
ამიტომაც ნატალისი არ იყოს---აგე წყნარი ოკეანე .... გავიდნენ და დასცხონ ერთმანეთს. მე ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ
იქ კიდევ ჩინეთისა............... თუ ეგენი გაააშველოს.....
1 წლის უკან