არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციაზე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ინტერესი - ეს არის პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად

არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციაზე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ინტერესი - ეს არის პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ინტერესი - ეს არის პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ევროკომისრის მიერ გაკეთებული ამომწურავი განმარტების შემდეგ ოპოზიციამ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დაასრულოს, ვინაიდან ბატონმა ვარჰეიმ პირდაპირ განაცხადა, რომ საჭიროა სისტემური წესებისა და კანონის შემუშავება და უადგილოა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობა. სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, მისი თანაგუნდელები მაშინ უკრაინაში საჯაროდ, კამერების წინ ამბობდნენ, რომ ეს არის საუკეთესო და რეფორმატორული კანონი, რაც კი უკრაინას მიუღია. სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ინტერესი - ეს არის პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ოლიგარქთა რეესტრს, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევა. პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია კენჭისყრისთვის დღეს წარედგინებათ.