„მავზოლეუმთან როდესაც საპატიო ყარაული იცვლება, მავზოლეუმი მავზოლეუმად რჩება, ხოლო შიგნით მოთავსებული ბელადი იბელადებს - „ნაცმოძრაობა“ არ შეიცვლება“

„მავზოლეუმთან როდესაც საპატიო ყარაული იცვლება, მავზოლეუმი მავზოლეუმად რჩება, ხოლო შიგნით მოთავსებული ბელადი იბელადებს - „ნაცმოძრაობა“ არ შეიცვლება“

თარიღი და არჩევნების ჩატარების წესი უცნობია, მაგრამ ცნობილია კანდიდატები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პირველობისთვის იბრძვიან. პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნები არავის გადაყენებას არ ეხება და ეს არჩევნები ეხება პარტიის გაჯანსაღებას. როგორც პარტიის წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიიდან ყველა მხარდამჭერს მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რათა სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

ნიკა მელიას მისამართით სულ უფრო მეტი ბრალდება ისმის. მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობა რომ პარტიაში აღარ მოსწონთ, ამის შესახებ ღიად საუბრობენ და მელიას პარტიულ პოლიტიკას უწუნებენ პარტიის წევრები, რომლებსაც ამ დაპირისპირებაში ზურგს ძებნილი ყოფილი ძალოვნები უმაგრებენ. მათ შორის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მელიას ღიად უპირისპირდება, ადასტურებს, რომ კეზერაშვილი არის მისი პარტნიორი და ეხმარება, მათ შორის, ტექნიკურ და ლოგისტიკურ საკითხებში, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელსაც ყოფილი ძალოვნების ჯგუფი უპირისპირდება, აცხადებს, რომ რიტორიკა თანამებრძოლების ნაწილისგან ძალიან აგრესიული იყო, რომელიც არ უხდება შიდაპარტიულ პაექრობას. მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შესაძლებლობას მისცემს, არჩევნების პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.

„ძალიან საინტერესო, დაძაბული პერიოდი გველოდება წინ, სადაც მთავარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა უზრუნველყონ სწორი და სამართლიანი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს „ნაციონალური მოძრაობის“ ათობით ათას გულშემატკივარს ჩართულები იყვნენ პროცესში. კამპანიის ფარგლებში მე გპირდებით, რომ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, მე არასდროს არ ვყოფილვარ არაგულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, კეთილისმსურველებისგან პარტიის თავმჯდომარის არჩევის დაკავშირება ახალაიებთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, ნიშნავს ამ პროცესის დაკნინებას. მისი თქმით, პროცესი მნიშვნელოვანია თავად პარტიის გაძლიერებისთვის.

„არჩევნების პროცესმა და განახლებამ ბევრად უფრო მეტი საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ეს პროცესი პარტიამ არაერთხელ გაიარა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე გაივლის. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ საკითხზე არც შეთავაზება და არც საუბარი არც ერთი მხარისგან არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. პარტიაში არიან ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება იტვირთონ და პარტია წაიყვანონ გამარჯვებისკენ. ეს იქნება ხატია დეკანოიძე თუ სხვა, ყველას აქვს რესურსი, პოზიცია ჩამოაყალიბოს და მხარდაჭერა მიიღოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის ფონზე, პარტიაში არჩევნების ახლა დანიშვნა არ იყო დროული. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებში არ ერევა და ნეიტრალური პოზიცია აქვს, თუმცა, თვლის, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავი არ ამოუწურავს.

„იმ დღეს, როდესაც განიხილებოდა სააკაშვილის საკითხი და მნიშვნელოვანი იყო როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება ამ სასამართლოს დასრულების შემდეგ, ჩვენ, სამწუხაროდ, და ჩემდა გასაკვირად, ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი. ამის შესახებ არც მე, არც პარტიის პრესსამსახურმა და არც თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდით.

არ ვიცი ეს რას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ იყო დროული. მეტსაც გეტყვით, არჩევნების საკითხი და ახალი სამოქმედო გეგმის საკითხი დიდი ხანია განიხილება პარტიაში. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო ამის განხილვა შიგნით და არა იმ ფორმით, რა ფორმით ეს ჩემმა კოლეგებმა გააკეთეს. არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ“, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს მავზოლეუმთან საპატიო ყარაულის შეცვლას აგონებს, როდესაც იცვლება საპატიო ყარაული და მავზოლეუმი მავზოლეუმად დარჩება, ხოლო შიგნით მოთავსებული ბელადი იბელადებს და მთლიანობაში აღარ შეიცვლება.

„იმიტომ, რომ მავზოლეუმზე და შიგ მოთავსებულ ბელადზე უარის თქმას არავინ აპირებს. რაიმე წარსულთან დაკავშირებულ შეცდომებზე საუბარს არავინ აპირებს. კრიმინალებისგან განთავისუფლებას, გამიჯვნას, ან მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმას არავინ აპირებს. ცალკეული დაჯგუფებები დაფინანსების ახალი წყაროების, ახალი კალაპოტების მოლოდინში არიან და ეს კალაპოტი ზოგს ფეხებს დაუსველებს, ზოგის მიღმა გაივლის და დაფინანსების მიღმა დატოვებს. ამ პროცესებს ნამდვილად ვხედავ. არანაირი მორალურ-ეთიკური წმენდის პროცესები ამ პარტიაში არ შეიმჩნევა. ზოგადად, ამ ორგანიზაციის, ამ სექტის კლასიკური გაგებით პარტიებად ჩამოყალიბების მცდელობასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანებისგან განთავისუფლების მცდელობას, რომელთა ამ ფინანსურ კალაპოტში შეყვანას ახალ მკვებავ ძალასთან, კეზერაშვილთან დაახლოებული დაჯგუფება, უბრალოდ, არ აპირებს. ამ ფინალს მიღმა დარჩენილ ჯგუფს ხელმძღვანელობს და დღეს-დღეობით ლიდერია ნიკანორ მელია. ხოლო ის დანარჩენი ჯგუფი - ხაბეიშვილების, ცისკარიშვილების, ესენი არიან ოლიგარქ კეზერაშვილთან და მის დაფინანსების წყაროსთან დაახლოებული ადამიანები“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, არავითარი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს. მიდის თვითგადარჩენის მიზნით ახალი ფინანსური ნაკადების გადანაწილების პროცესი.

„როგორ შეიძლება იმ გაცვეთილი სუბიექტებისგან შემდგარმა იგივე კლანმა და სექტამ, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს რაღაცა ახალი შემოიტანოს, მოატყუოს თუნდაც საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს პოლიტიკური ველი, რომ რაღაცა ფერიცვალებას აქვს ადგილი, რომ რაღაცა ახალი შემოაქვთ პოლიტიკურ ველზე და, რომ აქამდე არნახული რაღაც ეკონომიკური პროგრამა და ქვეყნის განვითარების ალტერნატიული რეალისტური გზები მოიფიქრეს?! ამ ყველაფერს ადგილი არ აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

trampi მაია ნიკოლეიშვილი: მაია ნადირაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მათ უნდოდათ დაშინების გზით შეექმნათ მორჩილი საზოგადოება

შათირიშვილი: ყველა პროცესის უკან, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის მიერ წარიმართება, სინამდვილეში ამერიკელები დგანან. ბოლო მტკიცებულებაა სკანდალური ფოტო, რომელზეც ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან ერთად კურტ ვოლკერია გამოსახული

ჰოოდა ეგეთი ჩათლახები რომ არიან 13 წელი იმიტომაც ვლანძღავ კოლუმბს --ყველა ჩათლახობის უკან ყოველთვის ეგენი იდგნენ და დგანან

დიახაც----------- ამერიკელების ჩვენთან ურთიერთობის ერთადერთი მიზანი საქრთველოს მორჩილ საზოგადეობად ჩამოყალიბება არის ( და იყო)
... და ამ ხელისუფლების პირობებში მეტნაკლებად ამას რომ ვეღარ აკეთებენ, იმიტომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება
პლიუს რუსის ტრაკში პასტაიანი ეკალი უნდა ვყოფილიყავით .............თან დათვისთვის უნდა გვეჩხიკინა კიდეც ...(როგორც კოღოს სპილოსთვის)
იმათ მხოლოდ ცირკის მაიმუნებივით იმათ დაკრულზე მოცეკვავე საქართველო აწყობთ და უნდათ თორე---- დანარჩენი ხუინააა.....რა რეფორმები, რა ადამიანის უფლებები...... რის საკუთრება, რა ატამი, რის შოკოლადი ....ეგ ყველაფერი არის ინტრუმენტი ხელისუფლების დასამუნათებლად, თორემ ჩვენთან დემოკრატია იქნება თუ დიქტატურა იმათ სულ სირზე ეკიდათ და ჰკიდიათ.....მთავარია მათი გეგმები შეასრულოს აქაურმა
ხელისუფლებამ.....თორე გრიშა იქნება თუ მიშა, იმათ ეგ სულაც არ აინტერესებთ.... უბრალოდ ნაცები იმათ დავალებას ჩვენს დარეფორმირება--დამორჩილებას დარგში ხუთიანზე ასრულებდენ და იმიტომ უნდათ ისევ იმათი მობრუნება
ხელი ეშლებათ რუსებთან ომში, ხელი...........სხვისი ხელით რომ ომობენ რუსებთან ............
. თუ ტრაკი აქვთ თითონ ეომონ რუსებს, ამ საწყალ უკრაინელებს რას უჩხიკინებენ და რას ახოცინებენ რუსებს............
რუსეთი ასეთია .....რუსეთი ისეთია ....რუსეთი ასეთია .......... რუსეთი ისეთია .
..დიახაც არის !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!....
მაგრამ ჩვენი ხიროხიტოსი არ იყოს ამერიკა რააა....მსოფლიოში გოზინაყით და ჩურჩურჩხელებით დარბის ,,დემოკრატიის,, დასამყარებლააად??
ორივე ერთმანეთზე უარესია!!!!!!
ამიტომაც ნატალისი არ იყოს---აგე წყნარი ოკეანე .... გავიდნენ და დასცხონ ერთმანეთს. მე ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ
იქ კიდევ ჩინეთისა თუ ეგენი გაააშველოს.....
1 წლის უკან